პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები პოზიტიურად შეაფასა

Nusagi

ევროსაბჭო

61-ით 1-ის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კონგრესმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები პოზიტიურად შეაფასა. რეზოლუციაში ნათქვამია:

  1. კონგრესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ზოგადად ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში, მცირე ადგილობრივი ინციდენტებისა და ცალკეული დარღვევების გათვალისწინებით.
  2. კონგრესი მოხარულია, აღნიშნოს რომ საარჩევნო გარემო, კერძოდ ჟურნალისტებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და ამომრჩეველთათვის მიცემული შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე აერჩიათ და ჩაეგდოთ ბიულეტინი საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, გაუმჯობესებული იყო წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით.
  3. იგი, ასევე, აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო გაყალბების აღკვეთისკენ, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი ახალი სისტემის, რომელიც სიასთან ერთად მოიცავს მათ ციფრულ ფოტო-სურათებს, შემუშავების გზით.
  4. კონგრესი განსაკუთრებით მიესალმება იმ ფაქტს, რომ მერები და გამგებლები აირჩნენ პირდაპირი წესით, 50% პლიუს ერთი ხმით, და შესაბამისად, ისინი არჩეულნი იყვნენ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობით. აღნიშნული ხელს უწყობს მათ ანგარიშვალდებულებას და კონკურენტუნარიან გარემოს, რაც თავის მხრივ, იყო კონგრესის რეკომენდაციებშიც.
  5. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ შემდგომი წინსვლა შესაძლოა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის გზით და საარჩევნო მენეჯმენტის პრაქტიკული მხრის გაუმჯობესებით. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ: გადახედოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, რათა უზრუნველყოს სამმთავრობო და ოპოზიციურ პარტიათა მეტად თანაბარი წარმომადგენლობა; საშუალება მიეცეს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების შექმნის გზით და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მიეცეთ, დაასახელონ მერობის/გამგებლობის კანდიდატები;  გააძლიერონ  უწყებათაშორისი კომისიის ნდობის აღდგენის პროცესი და ეფექტურობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელების გზით, გაზარდონ ამ უწყების უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. გააძლიეროს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგ-პროგრამები, რათა გააუმჯობესოს საარჩევნო დოკუმენტაცია და დათვლის პროცედურები; გადახედოს შესაბამის სპეციალურ სამართლებრივ ნორმებს, მათ შორის ბინადრობის მოპოვების წინაპირობების შესახებ პასიური საარჩევნო უფლების ადგილობრივ დონეზე გამოყენების ჭრილში, პირდაპირი წესით არჩეულ მერებთან და გამგებლებთან დაკავშირებული ხმის მიცემის თანასწორობის კუთხით. შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ შეიმუშაოს უფრო აქტიური პროცედურები აგრესიული რიტორიკის, ძალადობრივი ქმედებისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე ზეწოლის პრევენციის მიზნით.

 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: