15 ოქტომბერს, ბათუმში, ხუთდღიანი ვიზიტით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ფლაგმანი საკრუიზერო ხომალდის „Mount Whitney“ ეკიპაჟის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდნენ, დაგეგმილია შეხვედრები აჭარის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. კიდევ რა მისია აქვს საქართველოში ჩამოსული ტანკერის ეკიპაჟს, უცნობია. როგორც ამბობენ, მის ბორტზე 1800 ტურისტი იმყოფება და ისინი ამ დღეებში საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვარიელებენ. ეკიპაჟის წევრებს შორის აშშ-ს საზღვაო ძალების ქართველი ოფიცერი, გივი ტიბანელიც არის. იგი 4 წელია ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობს, ამერიკაში 10 წლის ასაკში წავიდა და დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი.
სააგენტო „ფოსტალიონი“ გთავაზობთ ბათუმში ჩამოსული ფლაგმანი ამერიკული გემის კონსტრუქციას.