Uncategorized

"მიშა საქართველოს გულშემატკივარია."

Nusagi

რუსულ გამოცემა “ფუტბოლთან” ინტერვიუში,საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, მართალი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიაში თამაშისას მას მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა, განაცხადა: “მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა, თუ იქ ელენე გედევანიშვილი გამოდის. ჩემთან მაშინ ჩამოდიოდა, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო. შემდეგაც ვხვდებოდით, როდესაც პრეზიდენტი გახდა. მე ახლოს ვიცნობ მის ოჯახს. სააკაშვილს ბევრის გაკეთება სურდა, მაგრამ დროს არ უცდიდა. დრო ჩვენ ყველას გვამარცხებს. მის წინააღმდეგ შანსი არ გვაქვს”

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: