ახალი დამატებული

თუ ებოლა ამდენი წელი არსებობდა ჩვენს გარშემო, აქამდე რატომ არ შექმნეს ვაქცინა?

Nusagi

[google-translator]
კითხვებს პასუხობს ექიმი მირონ ლევინი, მერილენდის შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციების კვლევის სპეციალისტი. ის 44 წელია მუშაობს სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მათ შორის ებოლაზეც.
ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ ებოლა ამდენი წელი არსებობდა ჩვენს გარშემო, აქამდე რატომ არ შექმნეს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა?
“-აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ებოლასს საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა 2001 წლის 9 .სექტემბრის შემდეგ  დაიწყო.როცა დიდი რისკი არსებობდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, მაგრამ  ეგზოტიკური დაავადების ანტისხეულების მიღება ადამიანის ორგანიზმიდან საკმაოდ რთულია და უზარმაზარ თანხებს მოითხოვს. თანაც ეს დაავადება სხვა კონტინენტზე იყო ლოკალიზებული. ”
კი მაგრამ ახლა მაინც რატომ არ გვაქვს ვაქცინა?
“-როცა ვაქცინის შესაქმნელად შეზღუდული რესურსებია, უნდა აირჩიო ის, რაც იმ მომენტისათვის უფრო პრიორიტეტულია.
როცა გარშემო იმხელა გამოწვევებია, როგორიცაა სიმსივნე , გრიპი და სხვა, ეს ვაქცინა პრიორიტეტად არ მოიაზრებოდა. თანაც ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ იყო ხელსაყრელი ებოლას ვირუსის კვლევაში ინვესტიციის ჩადება. მათთვის უმჯობესია, შექმნან პრეპარატი , რომელსაც ადამიანი მიიღებს ყოველდღე და დიდ  მოგებას მოუტანს. მაგალითად, მათ უზარმაზარი თანხები გაიღეს იმისთვის, რომ შეექმნათ ვიაგრა და არა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა.
ასე დარჩა ებოლას ვირუსი შეუსწავლელი. რომ არა წლების მანძილზე ბიუჯეტის შემცირება, ჩვენ ახლა უკვე გვექნებოდა ებოლას ვაქცინა”.

ვაქცინის ერთ-ერთი პოტენციური შემქმნელია ფარმაცევტული კომპანია Glaxo Smith Kline. ადამიანებზე ცდები გასულ თვეს დაიწყო, თუმცა კომპანიის მეთაურის თქმით, ცდები წარმატებითაც რომ დასრულდეს, ებოლას ვაქცინა 2016 წლამდე ვერ შეიქმნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: