ახალი დამატებული

თქვენ არ ხართ ბილ გეითსი და სტივ ჯობსი, თქვენ არ შეგიქმნიათ ინტელექტუალური პროდუქტი

Nusagi

[google-translator]
თბილისის ფორუმზე ვრცელდება მოწოდება საქართველოში არსებული ნავთობკომპანიების დასასჯელად, რომლებმაც მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფებისა, აქ მხოლოდ 3 თეთრით გააიაფეს . ამჯერად მიზანში “ვისოლია”, როგორც კარტელური შეთანხმებების სულისჩამდგმელი.

“დავსაჯოთ ვისოლი, კარტელური შეთანხმების სულისჩამდგმელი

ყველა საფუძვლიანი და ობიექტური ანალიზით საწვავის ფასი უნდა შემცირებულიყო 40 თეთრით, რეალურად შემცირდა 3 თეთრით

სამწუხაროდ ვერ დავსჯით ყველას, მაგრამ უსასტიკესად ვიძიებთ შურს ერთ-ერთ მათგანზე

ეს იქნება ვისოლი

20 ოქტომბრიდან აღარ ვისარგებლებთ ვისოლის პროდუქტებით, თქვენ გამდიდრდით ჩვენს ხარჯზე, თქვენ არ ხართ ბილ გეითსი და სტივ ჯობსი, თქვენ არ შეგიქმნიათ ინტელექტუალური პროდუქტი, კომპიუტერული პროგრამები და მაღალტექნოლოგიური ტელეფონები

ერდათერთი, რაც თქვენ შექმენით ეს არის მონოპოლია და კარტელური შეთანხმებები, ერთ ლიტრ საწვავზე უსამართლოდ ითვისებთ 50 თეთრს და გახდით მილიონრები

ჩვენ გაგამდიდრეთ და ჩვენვე გამოვაწორებთ ამ შეცდომას

ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს ძალა, თქვენ ამას იგრძნობთ ფინანსურ ანგარიშებში ყოველი თვის ბოლოს

თქვენ დაისჯებით კარტელური შეთანხმებისთვის

“პატივისცემით” თბილისის ფორუმი, ქართველი ხალხი”
ნათქვამია მოწოდებაში

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: