ახალი დამატებული

იტალიელი მედდა 37 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს

Nusagi

იტალიელი მედდა დანიელა პოგიალი პარასკევს პაციენტის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

78 წლის როსა კალდერონი აპრილში გარდაიცვალა, როდესაც ის დანიელა პოგიალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეჭვი სიკვდილის მიზეზმა გააჩინა, როდესაც კალდერონის სისხლში ქლორიდის პოტასიუმის მომაკვდინებელი დოზა აღმოაჩინეს.

ამ ფაქტის შემდეგ სამართალდამცავებმა მედდის პაციენტების სია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მისი მორიგეობის პერიოდში 37 სხვა პაციენტიც გარდაიცვალა იგივე სიმპტომებით. პოლიციის ეჭვით დანიელა პოგიალი კლავდა იმ პაციენტებს, რომლებიც მას თავს აბეზრებდნენ, ან მათი ოჯახის წევრების ქცევა არ მოსწონდა.

NEW YORK TIMES – ის ინფორმაციით, მედდის ტელეფონში აღმოაჩინეს სურათები, სადაც ის გარდაცვლილის სხეულთან გახარებული პოზირებს.

იტალიელი სამართალდამცავების თქმით, სხვა 37 პაციენტის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული იქნება, რადგანაც ქლორიდის პოტასიუიმი ადამიანის სხეულიდან რამდენიმე დღეში გამოდის და თითქმის კვალს არ ტოვებს.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: