[google-translator]
თვითმხილველის მოწოდებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გოგა ონიანი 100-მდე პირთან ერთად აქციის ჩასატარებლად ღარიბაშვილის სახლთან, მოსაშვილის ქუჩაზე მივიდა. თავიდან აქცია წყნარად მიდიოდა, ხალხი შორიდან უყურებდა და ხელს არ უშლიდა. ცოტა ხანში აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩირაღდნების ანთება, მაშხალების გაშვება და სკანდირება “ვანო, ვანო.” რამაც , როგორც სჩანს, გააღიზიანა შორიდან მომზირლები და დაიწყეს გინება, აივნებიდან გადმომდგარი ხალხი უყვიროდა მათ , რომ მორალური უფლება არ ჰქონდათ ქუჩაში გამოსვლის . ახლო-მახლო შენობებიდან კი ხალხი გამოვიდა და შეძახილებით უშლიდა ხელს აქციის ჩატარებას. აქციამ დაახლოებით 25 წუთს გასტანა და მალე დაიშალა.
Facebook Comments Box