საგარეო პოლიტიკა

„ისის“-ის სიმხეცე _ მსოფლიოს თავის ტკივილი

Nusagi

[google-translator]

ზაზა ჭაია, სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი:
_ ისლამური ხალიფატის“ სიმხეცემ  ფეოდალიზმიც დაჩრდილა“. 2006 წელს, „ალ კაიდას“ ( ალ-ყაედა არაბულად) წარმომადგენელმა ერაყში – აბუ მუსაბ აზ-ზარქავიმ, შექმნა ისლამისტური სამხედრო ორგანიზაცია – „მოჯაჰედთა შურა“, რომელსაც შეერწყა სუნიტური ორგანიზაციები: „ჯეშ ატ-ტაიფა ალ-მანსური“(ძლევამოსილი საზოგადოების არმია), „ჯეშ ახლუ-ს-სუნა ვალ-ჯამაა“(სუნისა და ხალხის არმია), „ჯეშ ალ-ფატიხინა“(დამპყრობელთა არმია), „ჯუნდ ას-საბახა“(თანამოაზრეთა ჯარი). სუნიტ მოჯაჰედთა ამ საზოგადოებას, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და ერაყელ შიიტებს, 2006 წლის 15 ოქტომბერს, ეწოდა – „ერაყის ისლამური სახელმწიფო“ ანუ „ისისი“.

„ისის“ ემირი, აბუ მუსაბ აზ-ზარქავი, ამერიკელების მიერ ლიკვიდირებულ იქნა 2006 წელს. ზარქავის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერი, ეგვიპტელი ჯიჰადისტი, აბუ აიუბ ალ-მასრი გახდა. „ირაყის ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის ემირიც ფიცს ალ-კაიდას ემირის ერთგულებაზე დებდა, 2010 წლამდე შეიერთა, მოჯაჰედთა შედარებით წვრილი ორგანიზაციები: „ანსარ ატ-ტაუხიდი“, „ალ-გურაბა“, „ისლამური ჯიჰადი“, „ასაიბ ალ-ახვალი“, „ჯამაა ალ-მურაბიტინი“, „ანსარ ატ-ტაუხიდ ვა-ს-სუნა“, „ფურსან ატ-ტაუხიდი“, „ჯეშ მილიატ ალ-იბრაჰიმი“ და ანგარიშგასაწევ სამხედრო ორგანიზაციად გადაიქცა. 2010 წელს აშშ-სა და ერაყის სპეცსამსახურების მიერ განადგურებული იქნა აბუ აიუბ ალ-მასრი და „ისის“ ემირი, ერაყელი, აბუ ომარ ალ-ბაღდადი გახდა, თუმცა აბუ ომარიც 2010 წელს იქნა მოკლული.

სუნიტურმა „ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“, 2011 წელსვე გაილაშქრა სირიის ალავიტი არაბების, ქურთებისა და სირიის არამუსულმან მცხოვრებთა წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სირიაში, აშშ-ს, კოალიციის წევრებისა და მათი მოკავშირე არაბული მონარქიული სახელმწიფოების ინტერესები, ჯიჰადისტთა ინტერესებს დაემთხვა.

შედარებით „ზომიერი“: „სირიის თავისუფალი არმიის“ გარდა მოკავშირეთა ფინანსურ, ტექნიკურ და ელექტრონულ-სადაზვერვო მონაცემებით დახმარებას, მსხვილი ჯიჰადისტური დაჯგუფებები: „ჯებხა ალ-ნუსრა“, „ჯებხა ისლამია“, „ჯებხა მუჰაჯირინი“, „ჰარაკეტ ახრარ აშ-შამი“, „ჯუნდ აშ-შამი“, „ჯეშ ალ-მუჯაჰედინ ვალ-ისლამი“ და „ლივა ატ-ტაუხიდიც“ იღებდა. მოჯაჰედთა ამ ორგანიზაციებში ხშირი გახლდათ შიდა გადაჯგუფებები და ბუნებრივია ფინანსური „ყურადღების“ გარეშე არც „ერაყის ისლამურ სახელმწიფოს“ უგრძვნია თავი. ვინაიდან „ისისი“ სამხედრო ოპერაციებს 2011 წლიდან, 2013 წალამდე, ერაყის ტერიტორიის გარდა სირიაშიც აწარმოებდა, 2013 წლის 9 აპრილს, ორგანიზაციას, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, ანუ „ისისი“ დაერქვა, რომლის ლიდერიც 2010 წლიდან, ერაყის არმიის ყოფილი ოფიცერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გახლდათ.

2013 წელს დამოკიდებულება გამწვავდა„ ისისსა“ და „ალ-ნუსრას“ შორის, რაც სასტიკ ომში გადაიზარდა.

ზაზა ჭაია
ზაზა ჭაია

ალ-კაიდას ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ სცადა სუნიტური ისლამისტური ორგანიზაციების დაზავება, თუმცა „ისისმა“, ალ-კაიდას ემირის ბრძანება ყურად არ იღო და შეურაცხყოფილმა ალ-ზავაჰირიმ ალ-კაიდას წარმომადგენლად სირიაში, „ჯებხა ალ-ნუსრა“ აღიარა, თუმცა ამით „ისისი“ ვეღარ დაასუსტა. „ისისზე“ კონტროლი და გავლენა ალ-კაიდასთან ერთად, ყოფილმა დამფინანსებლებმაც, საუდის არაბეთისა და იორდანიის მეფეებმა და ყატარისა და გაერთიანებული არაბეთის საემიროების ემირებმაც დაკარგეს.

„ისისმა“ სირიისა და ერაყის აღმოსავლეთი, ნავთობით მდიდარი პროვინციები, ქურთული ანკლავები და მსხვილი ქალაქები დაიპყრო და ერაყის სახელმწიფოს განადგურებით დაემუქრა. 2014 წლის 29 ივნისს, „ერაყისა და ლევანტის (შამის, სირიის) ისლამური სახელმწიფო“, „ისლამურ ხალიფატად“ გადაკეთდა და „სახელმწიფოს“„ შეიხად“ და „ხალიფად“ – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გამოცხადდა, რომელიც განადგურებით ერაყისა და სირიის გარდა, აშშ-ს, ევროპას და რუსეთის ფედერაციასაც დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ „ისლამური ხალიფატის“ სამხედრო ემირებში ვხედავთ საქართველოსა და რუსეთის, ჩეჩნური და ქისტური წარმოშობის მოქალაქეებს, რომლებიც ხშირად წარმატებით ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს ერაყსა და სირიაში. აშშ-ს და არაბულ მონარქიულ სახელმწიფოებს, შიიტური ირანისა და ალავიტური სირიის წინააღმდეგ გატარებული უგუნური პოლიტიკა, სერიოზულ თავის ტკივილად, დაფრთხობილ ძილად და ისლამისტთა გასაოცარ მხეცობებად დაუბრუნდათ. აშშ და მისი მოკავშირეები დღესაც ინტეტნსიურ საჰაერო-სარაკეტო დაბომბვებს ახორციელებენ „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ (რომელიც ნავთობის უნებართვო ვაჭრობით, ყოველდღიურად 5 მილიონამდე აშშ დოლარს იღებს), რომ როგორმე შეაკავონ მათი შეტევითი ოპერაციები ერაყის დედაქალაქ ბაღდადისა და ქურთული პროვინციების წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: