საგარეო პოლიტიკა

მთავრობა უვადო პატიმრებს სიურპრიზს უმზადებს?!

Nusagi

[google-translator]

უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს ხელისუფლება სიურპრიზს უმზადებს. როგორც სააგენტო „ფოსტალიონს“ ადვოკატმა ლექსო კობაიძემ აცნობა, ამჟამად არსებული კანონდებლობით, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ვადამდელი, პირობითი გათავისუფლების საკითხი, უდო, იხილება პატიმრობის 25 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ. პარლამენტი უკვე იღებს ახალ კანონს, რომლითაც, მათი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა 20 წლის გასვლის მერეც გახდება შესაძლებელი. ასევე არსებული კანონით, უვადო პატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლაზე საუბარი, მხოლოდ 20 წლიანი პატიმრობის შემდგომ შეიძლებოდა. ეს ვადაც შემცირდება და ის უკვე 15 წლის შემდგომ დაიწყება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროცედურის შემდგომ ყველა აუცილებლად გათავისუფლდებაო _ განაცხადა კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში 83 უვადო პატიმარია, აქედან 3 ქალია და ისინი ნარკოტიკის რეალიზაციისთვის იხდიან სასჯელს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: