[google-translator]
ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე დასრულდა ქალაქ ბათუმის ახალი სიმბოლოს შერჩევის ხმის მიცემის პროცესი. ხმათა უმრავლესობით საზოგადოებამ ბათუმის ლოგოს მესამე ვარიანტი შეარჩია. თუმცა , მანამდე, საქართველოს არტდიზაინერთა ჯგუფმა პეტიცია გამოაქვეყნა ლოგოს სამივე ვარიანტის წინააღმდეგ. “სამივე ვარიანტში მოცემულია არარელევანტური კონცეფციები ბათუმის მიმართებაში.”-ნათქვამია პეტიციაში.
მიუხედავად ამისა, კომპანია “ეისითი” კონკურსს დამთავრებულად აცხადებს და მადლობას უხდის მოქალაქეებს ლოგოს შერჩევის პროცეში მონაწილეობისათვის.
მას შემდეგ, რაც ლოგოს გამარჯვებული ვარიანტის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში ბათუმელების დიდი აქტივობაა. ახალ ლოგოს ზოგი პიცას ამსგავსებს, ზოგი კი მეგრულ ხაჭაპურს.
Facebook Comments Box