საზოგადოება ქალი და მამაკაცი

მოდის ინდუსტრია ოსკარ დე ლა რენტას ემშვიდობება

Nusagi

[google-translator]

ორშაბათს, 82 წლის ასაკში ლეგენდარული დიზაინერი, ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა.
1932 წელს, დომენიკის რესპუბლიკაში დაბადებული ოსკარ დე ლა რენტა 18 წლის ასაკში მადრიდში ჩავიდა ხატვის შესასწავლად, მაგრამ საბოლოოდ კრისტობარ ბალენსიაგასთან, ყველაზე ცნობილ ესპანელ კუტიურესთან მოხვდა სამუშაოდ. ახალგაზრდა დიზაინერმა პირველად სახელი მაშინ გაითქვა, როცა 1960 წელს ამერიკის პირველ ლედისთვის, ჟაკლინ კენედისთვის დაიწყო ტანსაცმლის კერვა და თავისი საკუთარი ხაზი შექმნა. ოსკარ დე ლა რენტას კაბები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნების პირველი ლედების გარდერობს ამშვენებდა. მათ შორის იყვნენ ლორა ბუში, ჰილარი კლინტონი და ნენსი რეიგანი.
ოპრა, სარა ჯესიკა პარკერი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი წლიდან წლამდე იმოსებოდა მის ულამაზეს სამოსში.

B0b_5GOIQAAGanQ

"Charles James: Beyond Fashion" Costume Institute Gala - Candids

ბოლოს ის თანამშრომლობდა ამალ კლუნთან,(ჯორჯ კლუნის მეუღლესთან), ვისთვისაც შექმნა საქორწილო კაბა “ვოგის” ნოემბრის გამოცემისთვის.

o-AMAL-ALAMUDDIN-OSCAR-570

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: