საგარეო პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილმა "ავოდას" წევრები თბილისში დაპატიჟა

Nusagi

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ისრაელში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში, გვიან ღამით ჩამოფრინდა. პირველი ექსკლუზიური ინფორმაცია სააგენტო „ფოსტალიონს“ მისცა. როგორც თავად განაცხადა, ისრაელში ესაუბრა ქვეყნის შრომის პარტიის ლიდერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იცხაკ ჰერცოგს. .მათ განიხილეს საერთო პოლიტიკური ვითარება რეგიონში და შეთანხმდნენ ორ მოძმე პარტიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის საერთაშორისო სოციალისტური ინტერნაციონალის ფორმატშიც.
„შეხვედრისას იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ის ყველნაირად იზრუნებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სოციალისტურ ინტერნაციონალში გაწევრიანებაზე. მისი თქმით, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხმა ისეთ ავტორიტარულ ორგანიზაციაში, როგორიც ,,სოცინტერნია“, ისრაელისთვის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს. ,,ლეიბორისტული პარტიები, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან საშულო კლასის ინტერესებისთვის, სულ უფრო პოპულარულები ხდებიან მსოფლიოში და უახლოეს პერიოდში ამ პარტიების საერთაშორისო ფორუმი უფრო გაძლიერდებაო.“ _ ჰერცოგის სიტყვები გადმოგვცა შალვა ნათელაშვილმა.
თავის მხრივ ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა თბილი მასპინძლები თბილისში დაპატიჟა. ,,მე ბედნიერი ვიქნები ვუმასპინძლო პარტია ,,ავოდის“ წევრებს და გავაცნო ყველა ღისშესანიშნაობა რომლითაც მდიდარია ჩემი ქვეყანა.“_ განაცხადა მან.
იერუსალიმში ასევე გამართა შეხვედრები ისრაელის ქნესეტის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე რაზვოზოვთან და მმართველი კოალიციიდან ისრაელის პარლემენტის წევრ ალექს მილერთან, რა დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,899 ნახვა
%d bloggers like this: