[google_translator]
ისისმა თავისი შემდეგი მსხვერპლი დაასახელა, თუმცა”ალქაიდა ჯიხადის” ერთ-ერთი მეთაური ცდილობს მის გადარჩენას.
ამერიკელი მუსულმანი მედიკოსი აბდურაჰმან კასიდი, ადრე პიტერის სახელით ცნობილი, ისის-ის მიერ დასახელებულია შემდგომ მსხვერპლად. ეს იქნება გაგრძელება თავის მოკვეთის ვიდეოების სერიალისა, რომლებსაც ისისი ავრცელებს ბოლო დროს.ამ მუქარამ უკმაყოფილება გამოიწვია ჯიხადისტებს შორის, Jabhat Al-Nusra-ს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, აბუ ომარ აქიდი აქტიურად ეწინააღმდეგება მის დასჯას, ვინაიდან კასიდი ეხმარებოდა ისლამისტებს და მკურნალობდა მას და სხვა მებრძოლებსაც.
26 წლის აბდურაჰმან კასიდი თურქეთის გავლით, ჰუმანიტარული მისიით კონფლიქტის შუაგულში ეხმარებოდა დაჭრილებს და მკურნალობდა მათ. ის 2013 წლის ოქტომბერში ისისელებმა მოიტაცეს . მას შემდეგ, რაც ისლამი მიიღო,ის გაანთავისუფლეს ,თუმცა ერთი თვის წინ ის იუთუბის ვიდეოზე გამოჩნდა. დაჩოქილი, ნარინჯისფერ სამოსში, თავზე მდგომი ნიღბიანი ექსტრემისტი კი მისი მოკვლით ემუქრება ამერიკას. შეძლებს თუ არა აბუ ომარ აქიდი მძევლის გადარჩენას, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა.