ახალი დამატებული საგარეო პოლიტიკა

დაკავებულია "თავისუფალი ზონის" წევრი

Nusagi

ახლახან თავისუფალმა ზონამ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა. (განცხადებას უცვლელად გთავაზობთ):

ახლახანს, რუსთავიდან ,,თავისუფალი ზონის” წევრებმა გვაცნობეს, რომ დააკავეს ,,თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი ავთო კემულარია, სავარაუდოდ ზაზა დავითაიასთან ჩხუბის ფაქტზე, ამასთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ

1- ,,თავისუფალი ზონის” წევრებისთვის პრინციპულად მიუღებელია ჩხუბი და ძალადობა, რაც ასახულია თავისუფალი ზონის წევრობის კოდექსში. იხილეთ კოდექსი www.tzona.org/tzonis-kodeqsii

2- ავთო კემულარია რამდენიმე თვეა აღარ არის ,,თავისუფალი ზონის” წევრი, ავთო კემულარიამ პირადად მე განმიცხადა, რომ მან დაიწყო რომელიღაც ქსელურ კომპანიაში მუშაობა და მას აღარ ეცალა თავისუფალი ზონის საქმიანობებისთვის, გარდა ამისა იყო აზრზთა სხვადასხვაობა მისი სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

3- ავთო კემულარია რამდენიმე თვეა აღარ არის თავისუფალი ზონის წევრი, მაგრამ ის, რომც ყოფილიყო წევრი და სასამრთლოს დაედგინა მისი ბრალეულობა ძალადობაში , ჩვენ უპირობოდ დავგმობდით მის მოქმედებას, თუმც  წინა შემთხვევიდან გამომდინარე, როდესაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ,,თავისუფალი ზონის” წევრებს  ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას, წამოიწყო ჩხუბი და მოაწყო პროვოკაცია,  მე მიჩნდება ეჭვი, ეს არის ზაზა დავითაიას მორიგი პროვოკაცია ,,თავისუფალი ზონის” წინააღმდეგ.

4-მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, თუ რა სიტყვებით მთავრდება ,,თავისუფალი ზონის” კოდექსი:

,,„თავისუფალი ზონის“ წევრებს, რომლებიც არ იცავენ ამ კოდექსს და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძვნებულ პრინციპებს ავტომატურად უწყდებათ „თავისუფალი ზონის“ წევრობის სტატუსი.”

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: