[google-translator]
„დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის დადგენა, აღდგენა და დამკვიდრება დაიწყო და… იქვე დაამთავრა „ქართუ“ ბანკისათვის ფულის დაბრუნებით და … მორჩა! დასვა წერტილი !!! ანუ სამართალმა პური ჭამა ერთი გარკვეული ჯგუფის სასიკეთოდ. ფული კი, მოგეხსენებათ, როგორც ანდამატი, ისე იზიდავს ყოველი ჯურის ნაძირალას“.
„ქართულმა ოცნებამ“ არაერთი სრულიად ურეიტინგო პოლიტიკოსი და პარტია მოასულიერა, გააძლიერა და მათი, ანუ გარკვეული მოსაზრებით, ქვეყნის თავკაცები დღეს გვიმტკიცებენ რომ კოაბიტაცია თურმე ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო. ნუთუ არსებობს ქართული საზოგადოების დაცინვის შეურაცხყოფის, ღალატის უფრო დიდი მაგალითი?!“_ წერს თეიმურაზ შაშიაშვილი საკუთარ ფეისგვერდზე.
Facebook Comments Box