საგარეო პოლიტიკა

კანადის პარლამენტის შენობაში შეჭრილი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

Nusagi

[google-translator]

კანადის პარლამენტის შენობაში შეჭრილი ტერორისტის ვინაობა ცნობილია. ის 32 წლის წარმოშობით კვებეკელი, მიშელ ჯოზეფ ჰოლია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ისლამი მიიღო და გვარი გამოიცვალა. მოკლე დროში ის 4-ჯერ იყო დაჭერილი ნარკოტიკების შენახვისთვის. დედამისი, სუზან ბიბო, კანადის საემიგრაციო სამსახურში მუშაობს და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა უჭირავს. მან შვილს საშუალება მისცა, განთლება ელიტურ სასწავლებლებში მიეღო, თუმცა 2000 წლიდან ის უკვე ადგილობრივი პოლიციის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მასთან დაახლოებული პირის თქმით კი, ის ფსიქიურადაც არ იყო ჯანმრთელი. “ცოტა ხნის წინ, როცა ერთად ვსადილობდით, მიშელი გამომიტყდა, რომ მას ეშმაკი დასდევს”-ამბობს მკვლელის მეგობარი.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ა.შ.შ- შიც, სადაც ბოროტმოქმედი ცდილობდა თეთრ სახლში შეჭრას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა ოტავაში ცეცხლი გაუხსნა და მოკლა ჯერ მემორიალთან მდგომი ჯარისკაცი, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში ატეხა სროლა, რის შემდეგაც ის ლიკვიდირებულ იქნა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: