ახალი დამატებული

რუსთავის პოლიციასთან, 5 საათზე საპროტესტო აქცია იმართება!

Nusagi

[google-translator]

ამ წუთებში, რუსთავის მოსახლეობის თხოვნით სააგენტო „ფოსტალიონს“ აცნობეს, რომ დღეს, 5 საათზე, რუსთავის მოსახლეობა პოლიციის მე-2-ე განყოფილების წინ აპირებს შეკრებას. ისინი პოლიციის ამ განყოფილების უფროსის ქმედებებს გააპროტესტებენ და მის გადაყენებას მოითხივენო.
ლექსო კობაიძე, ადვოკატი:
_ გუშინ, ღამის საათებში, რუსთავში, პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. როგორც გავარკვიეთ მათ უნდა დაეკავებინათ სხვა პიროვნება და ეს დაიჭირეს. მქონდა ორდერი და ჩემი უფლებების განსახორციელებლად მივედი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ორდერი წარვუდგინე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების უფლება მაინც არ მოიმცეს. ამის გამო, ჩემზე პოლიციელებმა განახორციელეს ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ზეწოლა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის აკრძალვით მათ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლი. როცა მათ კანინებზე მივანიშნე და ვუთხარი, რომ ამისი უფლება არ ჰქონდათ, მოკიდეს ხელი დაპატიმრებულს და ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. ყველა პროცესუალური ნორმა დარღვეულია და ისე ჰყავთ ეს ადამიანი დაპატიმრებული. ამ პოლიციის მიერ ასეთი უკვე არაერთი ფაქტია დაფიქირებული. განყოფილების ხელმძღვანელი არის შალვა ზამბახიძე, ედიკას დროინდელი პოლიციელი, რომელიც რატომღაც ახლა დააწინაურეს და განყოფილება ჩააბარეს. ის და მისი პოლიციელები მოსახლეობას შეურაცხყოფას ხშირად აყენებენ. საზოგადოება მათი ქმედებებით არის დათრგუნული, ამიტომ ისინი დღეს, 5 საათზე გამოდიან ამ განყოფილების წინ და აქციას მართავენ. ისინი ზამბახიძისა და სხვა კანონდამრღვევი პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ზამბაძისნაირი პოლიციელები აღარ უნდა იყვნენ შს ს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: