საზოგადოება

ფეისბუქ გვერდი "ღორები" VS ადამიანი ღორები

Nusagi

“მხოლოდ ღორობაშიღა ვართ ნამდვილები” 

გაივსო ქვეყანა ყალბი ვაჟკაცებით და ყალბი მანდილოსნებით, ყალბი ქრისტიანებით, ყალბი ლიბერალებით, ყალბი პატრიოტებით, ყალბი ხელოვნებით და ინტელექტუალებით, ყალბი ღიმილებით, ყალბი სიყვარულით და ყალბი მიზნებით და მხოლოდ ღორობაშიღა ვართ ნამდვილები”. -ღორები`

10583180_712850442128445_1976753161_n
ღორობაა როცა ქუჩაში ან ბუნებაში ყრიან ნაგავას ან მანქანას საეტლე პანდუსზე აჩერებენ, მაგრამ ასევე დიდი ღორობაა როცა პოლიტიკოსები საკუთარ პრემიებზე უფრო ზრუნავენ ვიდრე ხალხზე, ღორობაა როცა ქართული ბანკები ეკონომიკურ ტერორში ამყოფებენ საკუთარ მოქალაქეებს, ღორობაა როცა მოძველბიჭო ღორები ჩაგრავენ დაუცველ ადამიანებს, ღორობაა როცა ქართული არასამთავრობოების უმრავლესობა ემსახურება საკუთარ ხელფასებს და არა საკუთარ ქვეყანას, ტექნოკრატიაც ღორობაა” და ა.შ.
10743518_712851122128377_60244950_n
ფეისბუქის ეს გვერდი აშუქებს არა მარტო ნაგვის დაყრის ფაქტებს, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ ბევრ არ ჩამოთვლილ ღორობებს, რადგან ყველა ეს მოვლენა უარყოფითად აისახება ჩენი ხალხის კეთილდღეობაზე და ქვეყნის განვითარებაზე.
“ვისაც მიაჩნია, რომ აქ ნახსენები ღორობებიდან რომელიმე არ არის ღორობა, შეუძლია აქვე კომენტარებში დაიღრუტუნოს და შემდეგ მოხალისე ღრუტუნიათა რიგებში ჩაეწეროს. “ღორები`
“ლეგენდის მიხედვით, როდესაც ღმერთი მიწებს ანაწილებდა. ქართველები ქეიფობდნენ. როდესაც ქეიფს მორჩნენ, მიწები უკვე სრულად განაწილებული იყო. მივიდნენ ქართველები ღმერთთან და უთხრეს: ღმერთო ჩვენ ვქეიფობდით, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და ამიტომ გამოგვრჩა ეს განაწილების პროცესი და უმიწოდ ნუ დაგვტოებო. ღმერთს გაუხარდა ეს ამბავი და ამიტომ ქართველებს, თავისთვის გადანხული, დედამიწის ყველაზე ლამაზი კუთხე, საქართველო აჩუქა. ამის შემდეგ ქართველებმა ისევ ქეიფი გააგრძელეს და ყველგან მო*ვეს სადაც კი შეიძლებოდა, მათ შორის აქ (ფოტოზე) ბირთვისის ხეობაშიც. -ღორები`
`ყველას გვაღელვებს ის თუ რამდენად ეკოლოგიურად სუფთა და მოვლილი იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები, ჩვენი ყოველდღიური საცხოვრებელი გარემო. ამიტომ 22 ოქტომბერს, პირველ საათზე, ყველა ერთად ვიკრიბებით თბილისის მერიის წინ, უკეთესი, უფრო მწვანე და უფრო სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნის მოთხოვნით ! ან ჩვენ ვიაქტიურებთ, ან #ღოროსაპიენსები !“
საინტერესოა,  საზოგადოება „ღორების“ ზოოპარკინგი -ქუჩაში უწესოდ გაჩერებული ავტომანქანების ფოტოებით. ჩვენი ინფორმაციით, მათი ფეისის „სამარცხვინო დაფას“ -„ღორები“,  უკვე შიშით უცქერიან და კომპიუტერთან ახალ ინფორმაციებს ხშირ-ხშირად „ჩითავენ“, ხომ არ „ჩაგვაკარტოჩკეს“ ღორობის პროცესშიო?! შესაძლებლობის ფარგლებში იმასაც კი ცდილობენ, ნაკლებად იღრუტუნონ, რაც უკვე ნიშნავს, რომ გაღორებული საზოგადოების გაადამიანურების პროცესი იწყება. ეს სწორედ ამ ჯგუფის დამსახურებაა. გააგრძელეთ ღორების მხილება, სააგენტო „ფოსტალიონი“ თქვენს გვერდითაა.
10743400_712849432128546_1891250189_n
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: