Uncategorized

ფაინა რანევსკაიას ცნობილი გამონათქვამები.

Nusagi

[google-translator]

1. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე და ძუნწ მამაკაცებზე დახარჯო;

2. ყველა წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე – არავინ

3. ძალაინ მეშინია სულელების, განსაკუთრებით, სულელი ქალების., რადგან არ ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ ისე, რომ მათ დონემდე არ დავიდე;

4. ფაინას ჰკითხეს: – რა არის ყველზე რთული თქვენს ცხოვრებაში?

–ოო, ყველაზე რთულ რამეს მე საუზმემდე ვაგვარებ–უპასუხა მან

–და რა არის ეს?

–დილით ლოგინიდან ადგომა

5. ოპტიზმი – არასაკმარისი ინფორმაციაა

6. წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს;

7. ოჯახი ყველაფერს ანაცვლებს. ამიტომ, სანამ მას შექმნი, უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია – ოჯახი თუ ყველაფერი;

8. თუ ქალი თავჩაქინდრული დადის, მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალი ამაყად თავაწეული მიდის – მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალს თავი სწორად უჭირავს – მას საყვარელი ჰყავს. და საერთოდაც, თუ ქალს თავი აბია, მას საყვარელი ჰყავს.

9. გახდომა თუ გინდა, სარკის წინ ჭამე შიშველმა;

10. მეორე ნახევარი ჰყავს ტვინს, წამლის აბს და უკანალს. მე თავიდანვე მთლიანი ვარ.

11. მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება. მაგრამ გვიან იქნება.

12. – პენსიაზე რომ გავალ, არაფერს არ გავაკეთებ, საერთოდ არაფერს, პირველი რამდენიმე თვე უბრალოდ ჩავჯდები სარწეველა სავარძელში

– მერე რაღას იზამთ?

–მერე სავარძლის რწევას დავიწყებ…

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: