ახალი დამატებული საზოგადოება

რუსთავის პოლიციასთან ხალხის პროტესტი გრძელდება

Nusagi

 

სააგენტო „ფოტალიონი“ უკვე წერდა, რომ ხუთაშაბათს , რუსთავში, პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს მოქალაქე, მასთან გასაუბრების კანონიერი საშუალება კი, მის ადვოკატს არ მიცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამის გამო რუსთაველებმა აღნიშნულ პოლიციის განყოფილებასთან აქცია გამართეს, რასაც უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვა.
ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ამ წუთებში გვაცნობა, რომ ხუთშაბათს, რუსთავში პილიციას უკანონოდ ჰყავდა დაკავებული მოქალაქე ვალერი დემეტრაშვილი. მას გარკვეულ ინციდენტში მონაწილეობას აბრალებდნენ და მეც არ მიმიშვეს მასთან, ადვოკატის უფლებების არსასრულებლადო.” მიუხედავად ამისა, სასამართლომ, გელაშვილის მიმართა ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწვიტა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა. სანამ ვალერი დაკავებული იყო, აქცია გავმართეთ პოლიციის მეორე განყოფილებასთან. ერთ-ერთმა მონაწილემ, შერამინ შერმადინმა იქ ტელეკომპანია მაესტროს კომენტარი მისცა. იმავე დღეს იგი დაიბარა პოლიციის თანამშრომელმა ზამბახიძემ, მას სახეში შეაფურთხა და უთხრა, შენ განახებ როგორ უნდა კომენტარის მიცემაო. ამის მერე საქმე ისე შეკერეს, ვითომ ეს ახალგაზრდაც მონაწილეობდა იმ ინციდენტში, რომელსაც გელაშვილს აბრალებდნენ. შერმადინი პარასკევს დააკავეს თავის ეზოში. ახლახანს დასრულდა სასამართლო, რომელმაც ეს პიროვნებაც გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო.
როცა ერთი და იგივე პოლიციის განყოფილებაში ასეთი უკანონო დაკავებები ხდება, ცხადია, ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს. ხალხი უკვე ითხოვს ამ განყოფილებიდან კონკრეტული პოლიციელების გაშვებას. ესენი არიან: ვინმე ზამბახიძე; ლევანი, რომელიც ერთ- ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა და ფაქტობრივად ზონდერულ ქმედებებს ახორციელებს. როგორც ჩანს, ამათ ვერ შეიგნეს რა არის პოლიციელის ფუნქცია. ჩვენ კი ასეთი ქცევის საშუალებას არ მივცემთ. დღეს, 6 საათზე საზოგადოება რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილებასთან მორიგ საპროტესტო აქციას აწყობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: