საზოგადოება

"მინდა, მათმა მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა წაიკითხონ და შუბლზე აკოცონ შვილებს…“

Nusagi
ზაზა სიამაშვილი
ზაზა სიამაშვილი

[google-translator]

„ახლახანს ჩამოვედი კახეთიდან. არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი სიამაყე, განცდა და სიხარული…. 2 დღე გავატარე ჩემს სტუდენტებთან ერთად კახეთში, „ენისელის შატოში“, დიდი მადლობა სანდრო ბაგრატიონს და განსაკუთრებით ჯაბა გილაძეს. ძალიან დიდი პატივი გვცეს,, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. პურ-მარილის შემდეგ იცეკვეს სტუდენტებმა, კარგად მოილხინეს… მოკლედ სუფრა და დარბაზი ასალაგებელი დარჩებოდა. დილით გამოსულს ყველაფერი დალაგებული კი არა, ლამის ალოკილი დამხვდა. აი, ესაა ოჯახიშვილობა, გაზრდა და საკუთარი თავის პატივისცემაც თუ გნებავთ. ამას არ ასწავლიან – ეს უნდა გქონდეს სისხლში!!!! პერსონალმა მითხრა – ვინ არ მიგვიღია, რა ჯგუფი არ ჩამოსულა, მაგრამ ასეთი სიამოვნება პირველად ვიგრძენითო. მინდა აქედან საჯაროდ დიდი სიყვარული გამოვხატო ჩემი სტუდენტების მიმართ. გოგონები, ვაჟები – უდახვეწილესი და ნამდვილად კარგ ოჯახში გაზრდილები…. მოკლედ, ეშველება ჩემს ქვეყანას!! მინდა მათმა მშობლებმა, ბებიებმა, ბაბუებმა წაიკითხონ ეს და შუბლზე აკოცონ შვილებს… კიდევ ერთხელ – ჯიგრები ხართ და მიყვარხართ!“ _ წერს თავის ფეისბუქგვერდზე რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ფონდის მეგობარი, პროფესორი ზაზა სიამაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: