საზოგადოება

უგემრიელესი თბილი ბრაუნი.

Nusagi

[google-translator]

ბრაუნი უგემრიელესი კექსი , გარედან გამომცხვარი, შიგნით თბილი და თხევადი. იჭმევა ცხლად, ახალი გამომცხვარი, ან შეცხელებული. უნდა მიირთვათ ნაყინთან ერთად.  მომზადება ძალიან ადვილია, გამოცხობას სულ 7-10 წუთი სჭირდება, მეტი არ მოგივიდეთ, თორემ შიგნითა მასა გამაგრდება და ბრაუნის მთელი მომხიბვლელობაც დაიკარგება. ბრაუნს მეორენაირად ლავა კექსსაც ეძახიან.

დაგჭირდებათ:  2 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი. 50 გრ კარაქი, ერთი ფილა შავი შოკოლადი თხილის გარეშე.

 

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ცოტა ვანილი.

ცალკე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი. გაგრილებული აურიეთ წინა მასას. ჩაასხით მაფინის ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

სულ 7-10  წთ. გამოდის 1 პორცია, 4 ცალი.

 

მიართვით ცხელ-ცხელი, თეფშზე ნაყინი მიუდეთ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: