ქალი და მამაკაცი

მისი ქმრისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილები იპოვა და თავისი საქციელით ოჯახი შეინარჩუნა.

Nusagi

[google-translator]

რთულია წარმოდგენა, რას მოიმოქმედებს ქალი, როცა მისი ქმრისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილები ჩაუვარდება ხელში, თუმცა შეიძლება, ეს წერილები საყვარლის მიწერილი სულაც არ იყოს. ამ ქალმა მონახა ძალა თავის თავში, რომ გარკვეულიყო სიტუაციაში და ოჯახის გადასარჩენად ემოქმედა. დაფიქრებად ღირს…

“ცოტა ხნის წინ, როცა კარადებს ვალაგებდი, ჩემის ქმრის, დევიდისადმი მიწერილი წერილები ვიპოვე. ქალი წერდა:

“გამარჯობა ჩემო შეუდარებელო, როგორ არის ჩემი რომანტიკული, სექსუალური, მოსიყვარულე ბიჭი?”

“სიგიჟემდე მენატრები”

ვკითხულობდი და მშურდა ამ ქალის, ის ლამაზი იყო, სექსუალური, რომანტიული და ჩემს ქმარში ყურებამდე შეყვარებული.

თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს წერილები ჩემი ქმრის საყვარლის დაწერილი არ იყო, ამ წერილებს მე ვწერდი მრავალი წლის წინ, როცა 20 წელზე ცოტა მეტის ვიყავი.  ემოციები მომეძალა, მივხვდი, რომ ამ წერილების ავტორი გოგონა დიდი ხანია გაქრა და მის ადგილზე 40 წლის 2 შვილის დედაა. ყველაზე მეტად სირცხვილის გრძნობამ შემაწუხა. შემრცხვა ჩემი ქმრის, თავი დამნაშავედაც ვიგრძენი იმიტომ, რომ მაქვს კარგი სამსახური, მყავს შვილები, უამრავი საქმე სახლში და მისთვის დრო კი აღარ მრჩება.

გადავწყვიტე, დამებრუნებინა ის რომანტიკული გოგონა და სიხარული შემომეტანა ჩვენს ქორწინებაში. უფრო ხშირად ვიყავი მხიარული, დავიწყე მასთან ერთად სიარული ბარებში, სამოგზაუროდ. ნელ-ნელა დავიბრუნე ის ურთიერთობები, რაც ადრე გვქონდა შედეგმაც არ დააყოვნა. მე დავაბრუნე ის მხიარული და სიყვარულით სავსე გოგონა.

ქალად ყოფნა არ არის ადვილი, მაგრამ რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, ყოველთვის უნდა გამონახოთ ქმრისთვის  დრო.

აი რა რჩევების მოცემა შემიძლია :

1 . უთხარი კომპლიმენტები. აგრძნობინე, რომ ის შესანიშნავი და შეუდარებელია.

  1.   დარჩით მასთან მარტო   თუნდაც ერთხელ კვირაში.

  2.   იმხიარულე მასთან ერთად.

შეგუება ყველაზე ადვილია, ამიტომ, იბრძოლე ურთიერთობისთვის, იმუშავე ამაზე ყოველ წუთს და შედეგი გასაოცარი იქნება.”

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: