ახალი დამატებული საგარეო პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: „ღარიბაშვილის საუბარი სჯობნის „ათას ერთი ღამის ზღაპრებს“

Nusagi

 

[google-translator]

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორწლიანი მუშაობის შეფასებას, შალვა ნათელაშვილმა ილუზიაში მყოფი ხელისუფალის ფანტაზიები უწოდა და თავისებური ენით შეაფასა. „ ბიძინას პრემიერ-მინისტრის ლაპარაკი ორ წელში გაწეულ საქმიანობზე თავისი ყალბი და ფანტასტიკური პარამეტრებით, უკვე სჯობნის ,,ათას ერთი ღამის”ზღაპრებს. როგორც ჩანს, მას არ უნახავს ის ვაება, ის შიმშილი, უმუშევრობა რაც კიდევ უფრო გააღრმავა მისი მთავრობის პოლიტიკამ. პრემიერ-მინისტრს არაფერი გაუგია იმის თაობაზე, რამდენი ასეული მილიონი დახარჯა მისმა გუნდმა ,,ჯიპებში,” პრემიებში და ხელფასებში. როგორც ჩანს, პრემიერ_მინიტრს არაფერი სმენია იმ მილიარდებზე, რაც მიითვისა ბატონმა ბიძინამ საკუთარი ბიზნესსეგმენტებისთვის ქვეყნის ეკონომიური და სტრატეგიული სიმდიდრეებიდან; როგორც აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრს ჰგონია, რომ ასი დაპირებული ფაბრიკა-ქარხანა უკვე მუშაობს, რომ საბანკო-საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია, რომ ბინებიდან ხალხს აღარ ასახლებენ; ჩვენი ხალხი მასობრივად აღარ გარბის საზღვაგარეთ და რომ ყველა კმაყოფილი და მხიარულია. ეს არის ძალიან სამწუხარო ილუზია, რომელიც მძიმე შედეგებამდე მიიყვანს ამ მთავრობას და შესაძლოა _ ქვეყანასაც.
იმაზე საუბარი, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ავტონომიაზე თურმე თანახმანი არიან, ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ავტონომია კი არა, ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მოღვაწეობას დაემთხვა ღობეების გავლება თბილისთან და ის მძიმე პროცესები, რამაც კიდეც უფრო დაგვაშორა ჩვენი ხალხის და ტერიტორიების დაბრუნების პერქსპექტივას. იმედია ამ ხელისუფლების წასვლასთან ერთად ეს პერსპექტივა გაჩნდება.თუ ღარიბაშვილს წაკითხული აქვს კონსტიტუცია, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კონსტიტუციით, აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა, სუბიექტი საქართველოს შემადგენლობაში და ვფიქრობ მას ამ განცხადებით ახალი იერუსალიმი არ აღმოუჩენია. მეორე, როგორც ჩანს, მან ჯერ არ იცის იმის თაობაზე, თუ რა ცვლილბები შეიტანა წინა მთავრობამ კანონდებლობაში ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში როცა კენჭი აყრევინა სანაკოევს და ეს ახალგორის და ლიახვის დაკარგვად დაგვიჯდა. ასე, რომ ჯერ კანონმდებლობა წაიკითხოს და გაარკვიოს ის საკითხები რის შესახებაც პირდება აფხაზებს და ოსებს. მათი დიდი ნაწილი კანონმდებლობით გადაწყვეტილია, მაგრამ სამწუხაროდ, განხორცილების გზებია მოსანახი. იმ გზებით, რომელსაც წინა ხელისუფლება ადგა და ესეც ადგას, არანაირი ტერიტორიების დაბრუნება არ მოხდება. მოხდება ისევ გადაღობვა, რაც დაწყებულია. ცხინვალს და სოხუმს ავტონომია არ აინტერესებს, მათ ჰგონიათ რომ დამოუკიდებლები არიან. თუ გვინდა რომ ისინი საქართველოსკენ წამოვიყვანოთ, ისეთი რეალური რამ უნდა შესთავაზო, რომელიც ჩაჯდება ერთიანი საქართველოს ინტერესებში და არც მათ განვლილ გზას გადაუსვავს ხაზს. იმ გზას, რომელიც მოფენილია ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის გვამით და სისხლით. ინიციატივა უნდა იყოს ისეთი რომ მოპირისპირე მხარეს გაეხსნას საუბრის სურვილი“ _ განაცხადა ნათელაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: