საგარეო პოლიტიკა

„იანვარში გრიგოლიას `რეაქციას` დახურავენ“?!

Nusagi

 

„მაესtროში“ გარკვეული ცვლილებების გატარებისა და ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების წამოსვლის ფაქტს, მათი კოლეგების მკვეთრი გამოხმაურებები მოყვა.
გოჩა მირცხულავა: სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ დამფუძნებელი:
„მაესტროს” დეკემბრის ბოლომდე მოილევენ, იანვარში გრიგოლიას “რეაქციას” დახურავენ, იანვარშივე მოიცლიან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მერე ინტერნეტმედიას და გაზეთებს მიაყოლებენ – ორ-სამთვიან ფინანსურ კრიზისს გაუჩალიჩებენ და მარტში- აპრილის დასაწყისში ბიძინას სანუკვარი მედისივრცე უნდა ჰქონდეს. მედიასერობის შედეგია ეს, რომელსაც დემოკრატ-ლიბერალი ტიპებიც ესწრებოდნენ. თვეზე მეტია ამას გავყვირი, გესმით ვინმეს? დაისვით ეთერში ატროფირებული და ნაყიდი პოლიტიკანები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების შეუბღალავი ავტორიტეტები, რომლებიც ხმას არ ამოიღებენ თქვენს გარდაცვალებაზე. მათგან გვირგვინს კი არა პანაშვიდზე მოსვლასაც არ უნდა ელოდოთ. უყურეთ გულარხეინად ერთმანეთის გარდაცვალებას. უსმინეთ ბრძენი ქართველების გამონათქვამებს ჟურნალისტურ სტადარტებზე. იხალისეთ დღევანდელი დღით. სხვა არაფრის თავი არც გქონიათ და არც გექნებათ არასოდეს“
მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ განცხადებას კი, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ასეთ კომენტარს უკეთებს:

„ ისე მე რომ ამკრძალეს ქართულ მედიაში, ვინმემ ხმა ამოიღოო?. რაღაც არ მახსოვს .. მარაა მარტო მე გაძლევ გარანტიას რომ, ეგეთ რამეს არ დავუშვებ, თუმცა ამ ჩვენი ჟურნალისტების შემხედვარე, კია შესაძლებელი ისევ “მორჩილი” მედიის მიღების მცდელობა იყოს… მარა, მე, შენ, ჩვენი მეგობრები თუ დავდეგბით ერთად.. არაფერიც არ იქნება… მედიამ ერთხელ და სამუდამოდ ანახოს, რომ არის მეოთხე ხელისუფლება…“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: