საზოგადოება ფიტნესი და წონაში კლება

რატომ უნდა მიირთვათ საუზმე? დღის რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო.

Nusagi

[google-translator]

ყველა გვაქვს ისეთი  დილა, როცა არ გვშია და გადავწყვეტთ,  არ მივირთვათ საუზმე, ან უბრალოდ, არ გვაქვს დრო, სამსახურში მიგვეჩქარება . თუ ეს უკვე წესად გექცათ, სჯობს, გადახედოთ თქვენი რაციონის პრიორიტეტებს. დილა  არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დრო საკვების მისაღებად. ის გვაძლევს ენერგიას, რომელიც დღის წარმართვაში გვეხმარება, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

საუზმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც  დილით ადრე სამსახურში, ან სასწავლებელში ყოფნა უწევს.   მომატებული ენერგია გეხმარებათ, უკეთესად მოახდინოთ კონცენტრაცია დავალებებზე და თვიდან აიცილოთ ყურადღების გაფანტვა.

images (1)

საუზმის ხშირმა გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გონებრივი ფუნქციების მოშლა, ვინაიდან ტვინის მთავარი “საწვავი” ნახშირწყლებია და მისი მიუღებლობა ამ ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

საუზმის მიღება გვეხმარება, სწორად განვსაზღვროთ დღის რაციონის ნორმა. როდესაც ორგანიზმი მშიერია, სადილის დროს ჩვენ  ვერ განვსაზღვრავთ ნორმას და მივირთმევთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება, რაც იწვევს წონის არასასურველ მატებას. თუ თქვენ მიირთმევთ საუზმეს, სადილის დროს არ იქნებით მშიერი და შეძლებთ, გააკონტროლოთ თქვენი მადა.

breakfast_cereals_hd_widescreen_wallpapers_1440x900

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საჭმელი მივირთვათ საუზმეზე, რომ იგი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს.

შვრიის ფქვილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო არჩევანია საუზმისთვის, რადგან იგი შეიცავს ნედლად გადამუშავებად ნახშირწყლებს, რომლებიც გვანაყრებს, გვაძლევს ენერგიას და აკონტროლებს შიმშილის გრძნობას.

ed8d0bae3a88

იოგურტი, ან ხაჭო შიმშილის გრძნობის გაქრობასთან ერთად ავსებს ორგანიზმის კალციუმის რაოდენობის მოთხოვნილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა და მოზარდ ბავშვთათვის.

710789551f0f

მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს, სასურველია, მიირთვან კვერცხის ცილა, რადგან ის ცხიმის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს და მდიდარია ცილით.

საუზმეზე საჭმლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს კალორიულ მოთხოვნილებაზე.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: