ახალი დამატებული საგარეო პოლიტიკა

სასწრაფოდ: სააკაშვილი მორიგ განცხადებას აკეთებს

Nusagi

 

ახლახანს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისგვერზე, ორ ენაზე, ქართულად და რუსულად, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. გთავაზობთ სტულ ტექსტს:
„W T F ! ! ! – როგორ ინგრევა რუდუნებით ნაშენები.
ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიიოლის რეიტინგში, 127 ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. არცერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი პროგრესი ასეთ მოკლე დროში და ამიტომ საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულ იყო როგორც ნომერ 1 რეფორმატორი მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის. მე ვამაყობდი ამ შედეგით, რომელმაც საქართველოს მოუტანა ბევრი ინვესტიცია და გააჩინა უფრო მეტის პერსპექტივა მომავლისთვის.
საოცრად დამწყდა გული, როდესაც დღეს გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა მე-8-დან 15-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგის მიხედვით როგორც არცერთი ქვეყნის პოზიციები ასე არ გაუმჯობესებულა ბოლო 9 წელიწადში, როგორც საქართველოსი, ასე არცერთი ქვეყნის პოზიციები არ გაუარესებულა, როგორც საქართველოსი ჩემი პრეზიდენობის ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. დაღმასვლა გვაქვს მსოფლიო კორუფციის Transparency International რეიტინგშიც, თუმცა ადრე ყოველ წელს ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ეს არის პირდაპირი შედეგი წინა მთავრობის ჯინაზე გადადგმული გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯების. მეტიც, შარშან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო “სააკაშვილის სიცრუის შედეგი” და მისივე თქმით რუსების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს საქართველოს მთავრობა ხელახლა წარსდგება დავოსში უკვე რეალურად მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლით.
სამწუხაროდ ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქართველ ხალხს, რადგან ასეთ რეიტინგებში უკან დახევა გარდაუვლად კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და მოგვისპობს პერსპექტივას.
საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: