ახალი დამატებული საგარეო პოლიტიკა

სასწრაფოდ. უფლებადამცველი ნიკოლოზ მემანიშვილი სუსში დაიბარეს „უნდათ გაიგონ, საიდან მქონდა ინფორმაცია“

Nusagi

[google-translator]

სააგანტო „ფოსტალიონს“ შეატყობინეს, რომ უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი, დღეს, სამ საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული. ამის მიზეზი სექტემბერში, ერთ-ერთ გაზეთში მასთან გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა. სუს-ში მისი წასვლის წინ, „ფოსტალიონმა“ მემანიშვილთან დაკავშირება შეძლო.
ნიკოლოზ მემანიშვილი:
_ სექტემბრის დასწყისში, სააკაშვილი სარფთან ნაციონალებს შეხვდა. ამ ფაქტის მერე გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნდა ჩემი ინტერიუ, სადაც ვისაუბრე, რომ ნაციონალებს სააკაშვილმა ამ შეკრებაზე გააცნო სამოქმედო გეგმა, რომელშიც ხაზგასმით იყო მინიშნებული ქვეყანაში არეულობის დაწყება. ეს გეგმა უნდა განეხორციელებინათ თავიანთი მართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციების შედეგად ვივიარაუდე, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში, ისინი დაგეგმავდნენ შემაჯამებელ აქციას. ეს იქნებოდა მათი გეგმის კულმინაცია. აქციაზე ნაცმოძრაობის მხრიდან განხორციელდებოდა პროვოკაციული ნაბიჯები, რაც გამოიწვევდა ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას. გვქონდა ინფორმაცია, რომ რეგიონებში იქმნებოდა ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნაცმოძრაობის ლოდერები. მათი თვითმიზანი ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის პრობლემების შექმნა იყო. მერე კი ყველა ეს ჯგუფი თავს მოიყრიდა ნოებრის აქციაზე, რომელზეც ასევე ვისაუბრე სექტემბრის დასაწყისში. ხელისუფლებამ დაინახა, რომ სიტყვასიტყვით ხდება ეს ნათქვამი და ახლა ამიტომ დაინტერესდნენ ჩემით. უნდათ გაიგონ, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია.
_ სექტემბერში საიდან იცოდით 15 ნოემბერს ნაციონალები აქციის ჩატარებას რომ დაგეგმავდნენ?
_ რიცხვი იმ სტატიაში მითითებული არ მქონია. ეს ცხადია არ ვიცოდი, მაგრამ ვივარაუდე რომ აქცია ნოემრის შუა რიცხვებში გაიმართებოდა. ეს იყო ვარაუდი, მაგრამ ის მართლა ვიცოდი, რომ მანამდე იქნებოდა პროვოკაციული ქმედებები „თავისუფალი ზონისა“ და ნაცმოძრაობის სხვა ორგანიზაციების მიერ. რეგიონებშიც მოხდებოდა დაპირიპირებები და არეულობა. ამისი გვირგვინი იქნებოდა ის, რომ ნოემბერში, პოლიტიკური ტემპერატურა მაქსიმალურად აიწევდა, რადგან ნაცების მიზანი პოლიტიკურ-პარტიული რეაბილიტაციაა. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ქვეყანაში ქაოსი დამყარდება. ნაცმოძრაობას ნამდვილად აქვს პოლიტიკური რევანშისა და ვაბანკის მოწყობის იდეა და სურვილი. ცხადია ინფორმაცია მათგანვე გვაქვს და გამოძიებასთან დღეს აუცილებლად ვითანამშრომლებ. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციებსაც მივაწვდით. შს მინისტრმაც ხომ გამოთქვა აღნიშნული ვარაუდი, როცა საუბრობდა 500 კაციან ზონდერჯგუფებზე და ალბათ იმასაც დაკითხავენ. ეს უკვე მე არ ვიცი. ახლაც ვამბობ, რომ 15 ნოებერს ნაციონალები შეეცდებიან პროვოკაციული ქმედებებით გამოწვიონ არეულობა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამისი ზომები მიიღოს. ეს არის იმის ლოგიკური გაგრძელება, რაც ქვეყანაში ბოლო დროს ხდება. არ ვამბობ იმას, რომ მათ აქცია არ უნდა ჩაატარებინონ, ეს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში მიღებული ფორმაა, მაგრამ რაც არის ნაცმოძრაობის თვითმიზანი, რომ ამ დღეს გამოიწვიონ არეულობა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცენ. უნდა იყვნენ ყურადღებით და ნებისმიერი მათი ასეთი გამოხტომა აღკვეთონ.
_ შენი დაბარებას სუს-ში რას მიანიშნებს, შეიძლება აქეთ შემოგედავონ?
_ არა, კარგია რომ დამიბარეს, მაგრამ ეს აქამდე რომ გაეკეთებინათ უკეთესი იქნებოდა. დღეს რეალურად დაინახეს, რომ საშიშროება ნაციონალებისგან მართლაც არსებობს და ასეთი ნაბიჯიც ამიტომ გადადგეს. ჩემი დღევანდელი იქ დაბარება პირდაპირ უკავშირდება 15 ნოემბრის აქციის ჩატარებას. წესით და რიგით, იქ მხოლოდ მე არ უნდა ვიყო დაბარებული და ამ თემებთან დაკავშირებით ვინც საუბრობდა, ყველას უნდა ჰკითხონ რეალურად რა იციან.
_ კი მაგრამ, ქვეყანას ჰყავს უშიშროების სამსახური, რომელიც მოქალაქეებზე ადრე უნდა იღებდეს მსგავს ინფორმაციებს. გამოდის, რომ მათ მაშინ გამოიღვიძეს, როცა სააკაშვილმა რევოლუცია ფაქტიურად დააანონსა. დაანონსდბის მერე რატომ იწყებს სახელმწიფო ფაფხურს? ლოგიკური კითხვა ჩნდება, რას აკებდა ქვეყნის უშიშროების სამსახური და აქამდე საქმე რატომ მივიდა?
_ ეს უწყება არ არის ადექვატური, რადგან ამასთან დაკავშირებით გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო შესაბამისი ღონისძიებები. წერილი მე სექტემბრის დასაწყისში გამოვაქვეყნე და წესით და რიგით აქამდე უნდა დავებარებინე და ეკითხათ, რა ვიცოდი. ხელისუფლების ასეთი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მათ გონივრულად ვერ შეაფასეს რისკები და ახლა, როცა ყველაფერი ცხადი გახდა, თვალნათლივ გამოჩნდა რა შეიძლება მოყვეს ნაცების ქმედებას, დაიწყეს მოქმედება. სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, თუმცა თუ ნაციონალები შეძლებენ ის გეგმა განაცორხციელონ რაც მათ აქვთ ჩაფიქრებული, მთელ პასუხისმგებლობას არსებულ ხელისუფლებას დავაკისრებ. იმიტომ, რომ მას აქვს ბენკეტი და შეეძლო პრევენცია განეხორციელებინა წინაწარ და არა აქციიდან ერთი კვირით ადრე. მით უფრო, თუ მათ ჩემი ინტერვიუს შესახებ იცოდნენ და ის წაკითხული ჰქონდათ. იქ ჩვენ მოვითხოვდით დაინტერესებულიყვნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც აქამდე არ მოხდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: