საგარეო პოლიტიკა საზოგადოება

ეკომიგრანტები ხელისუფლებას კარვების გაშლით ემუქრებიან „წალკის დაკარგვით, ქვემო ქართლის რეგიონიც დაიკარგება“

Nusagi

[google-translator]

წალკის ეკომიგრანტი მოსახლეობა და ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“ სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ხოხიაშვილმა გვითხრა, ისინი იქ კარავსაც გაშლიან და სანამ ხელისუფლება ეკომიგრანტების მოთხოვნებს ამჯერად მაინც არ დააკმაყოფილებს, აქციებს არ შეწყვეტენ. ეს საპროტესტო ღონისძიება ორშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეკომიგრანტები თბილისში ოთხშაბათს ჩამოვლენ, კანცელარიის აქცია კი 1 საათზე გაიმათება. წალკიდან ჩამოსულ ადამიანებს აქციაზე ის ეკომიგრანტებიც შეურთდებიან, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში არიან ჩასახლებული, თუმცა პრობლემები ყველას ერთნაირი აქვს. პირველ დღეს პროტესტს 350 ადამიანი გამოხატავს.

10749417_716543091759180_864641557_n
„ხელისუფლების პირველი გამაფრთხილებელი აქცია 10 ოქტომბერს, წაკლკაში ჩატარდა. ეკომიგრანტებმა მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს და ეკომიგრანტების სახლებიდან გამოსახლებები ღამის საათებში დაიწყეს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას მივმართეთ და 800 ეკომიგრანტის ხელმოწერილი პეტიცია გავიგზავნეთ. პეტიციაში ჩამოთვლილი იყო მათი მოთხოვნები _ სახნავ-სათესი მიწის გადაცემა, არსებული სახლების დაკანონება, სტატუსი, რომელიც არა აქვთ მინიჭებული, შეშის პრობლემის მოგვარება ზამთრის დადგომამდე და ა.შ. ამ წერილს პასუხი არ მოყოლია.
ეკომიგრანტები წალკაში აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან, სტიქიური უბედურების შემდგომ, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩაასახლეს. რადგან წალკა არის ქვემო ქართლის საზღვარი, იქ ქართველების დამკვიდრებას სახელმწიფოებრივი მნიშვენელობა ჰქონდა. წალკაში ძირიდად აზერბაიჯანელები, სომხები და ბერძნები ცხოვრობდნენ და წლების განმავლობაში ქართული საუბარი არ ისმოდა. მთავრობა თავის დროზე შეპირდათ, რომ სახლთან ერთად დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთსაც დაუკანონებდათ, ზოგიერთს მისცეს კიდევაც, მაგრამ ისევ წაართვეს. მერე კი ეს საკითხი ყველამ დაივიწყა. დროთა განმავლობაში წალკაში აჭარიდან ამ ეკომიგრანტების ახლობლებიც ჩავიდნენ და უკვე 6 761 ეკომიგრანტია, მთავრობას კი მხოლოდ 350 სახლი აქვს გადაცემული მათთვის, თუმცა საკუთრების უფლების საკითხი გაყინულია. ხელისუფლებაში ოცნება რომ მოვიდა, ბერძნებმა წალკაში დაბრუნება დაიწყეს. ეკომიგრანტების გარკვეულ ნაწილს სახლები გადაფორმებული არ აქვს და ბერძნები უკან დაბრუნებას სთხოვენ. ინტენსიურად მიდის ეკომიგრანტების გამოსახლებები. მერე კი ბერძნები ამ სახლებს კეტავენ და საბერძნეთში ბრუნდებიან. მათ საქციელს აქვს მიზანიც და ეს ყველაფერი აუცილებლად გამოჩნდება. საქმე იმაშია, რომ ქართველების წალკიდან გამოყრის პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული. საბერძნეთში გაქცეული ბერძნების დიდ ნაწილს სახლები პრივატიზებული არ ჰქონდათ, მაგრამ სასწრაფო წესით ურეგისტრირებენ და ამის შემდეგ ყრიან ქართველებს სახლებიდან. საქმე იმაშია, რომ წალკის დაკარგვით დავკარგავთ ქვემო ქართლის რეგიონსაც და რაც იქ ხდება არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. წალკელი ეკომიგრანტები ამ დღეებში პატრიარქს შეხვდნენ და საკუთარ გასაჭირზე ესაუბრნენ. თუ ხელისუფლება მათ ღია ცისქვეშ დასაყრელად გაწირავს, იძულებული გახდებიან პროტესტის უკიდერეს ზომებს მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ“_ აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: