ახალი დამატებული ეკონომიკა საგარეო პოლიტიკა

ვის და რატომ ბრალდება კომპანიების გაფიცვა?!

Nusagi

 

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების დღევანდელ გაფიცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ერთ-ერთი ქართული გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუს, რომელიც სააგენტო „ფოსტალიონმა“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა, ახლახანს ნაციონალური მოძრაობის სკანდალური განცხადება მოყვა. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გამოვლინდა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში აცხადებენ, დღეს საერთაშორისო საფოსტო გზავნილების კომპანიებმა გამაფრთხილებელი აქციის ფარგლებში მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს.
“ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, ამ აქციით მათ გააპროტესტეს საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც საფოსტო სფეროში სახელმწიფო რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.
“ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა. კლანმა თავის კონტროლის ქვეშ მოაქცია ტვირთვების გადაზიდვის სფერო.
2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ თავისი დადგენილებით #40 “ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ” შპს “საქართველოს ფოსტა”-ს გადასცა საქართველოში სახმელეთო და საზღვაო გზით შემომავალი ამანათის ქვეყანაში შემოტანა და ქვეყნის შიგნით მისი გადაადგილების უზრუნველყოფის მონოპოლია. შემდგომში გადამზიდველების პროტესტისა და ამ დადგენილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ მთავრობამ დადგენილების მოქმედება დროებით შეაჩერა, თუმცა პარალელურად, დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ფოსტას იგივე უფლებების კანონის ძალით მისცემს და რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოთ, უახლოეს მომავალში მიიღებს. სწორედ ამ კანონპროექტს აპროტესტებდნენ დღეს გადამზიდველები.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებით “საქართველოს ფოსტა” მონოპოლიას იღებს სფეროზე, რომლის ბრუნვაც თვეში სპეციალისტთა გათვლებით 190 მილიონი ლარია. თავისი მონოპოლიური უფლების დელეგირებას რამდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით აპირებს, რომელთა შორისაა შპს “ტოპ ტრანს სერვისი” (ს/ნ205079957; http://bcat.ge/front/Profile.aspx?ixCompany=3830; http://www.tts.ge/?lang=geo).
კომპანია დაფუძნდა 2005 წლის 14 ივლისს ირაკლი წელაურის (დაბადებული 12.11.1985; რეგისტრირებული საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდი დიღმის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, კორპუსი 25, ბინა 35;) და გიორგი ენუქიძის (08.12.1977; საქართველო, ქალაქი თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, N 66, ბინა 21;) მიერ. ლევან გაჩეჩილაძის კუთვნილ კომპანია “ჯივიეს”- მენეჯერ გიორგი წელაურს ეკუთვნოდა 66%, ხოლო ფირმის დირექტორ გიორგი ენუქიძეს – 34%.
2009 წლის 6 ოქტომბერს გიორგი ენუქიძემ უსასყიდლოდ დაუთმო თავისი წილი თამაზ თამაზაშვილის დის შვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ თავჯდომარეს და ამჟამად პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილს (14.01.1977; სიღნაღი ქ. წნორი ვ.მოსულიშვილის ქ. N 14;) და მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ენუქიძის მეუღლე მეგი მათიაშვილი თამაზ თამაზაშვილის შვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია (იხილეთ აშშ-ში პრემიერის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოსურათი). ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეების წარმომადგენელი პირი იყო თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, “ქართული ოცნების” დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშილი (04.03.1985; თელავი ე.თაყაიშვილის ქ. N 1).
2009 -2011 წლებში ზვიად ჯანყარაშვილმა და გიორგი ენუქიძემ რამდენიმეჯერ გაცვალეს წილები და ყველა შემთხვევაში გადაცემა ან უსასყიდლოდ ან ნორმინალური ღირებულებით ხდებოდა.
2012 წლის 10 მარტს კომპანიაში კიდევ ერთხელ მოხდა ცვლილება გიორგი წელაურმა თავისი წილი დაუთმო ჯანყარაშვილის თანასოფლელს, თემურ გოზალიშვილს (11.12.1974; სიღნაღი ქ. წნორი თბილისის ქ. N 7;), ზვიად ჯანყარაშვილმა კი ისევ უკან დაუთმო წილი გიორგი ენუქიძეს. ამ შემთხვევაშიც განცხადებელი ალექსანდრე თამაზაშვილი იყო.
როგორც ვხედავთ დღესდღეისობით კომპანია მთლიანად კონტროლდება ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის მიერ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ტოპ ტრანს სერვისი” წლების განმავლობაში იყო “ქართუ ჯგუფის” ოფიციალური გადამზიდავი (http://www.tts.ge/?action=151&lang=geo).
ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში, რომელსაც თან დოკუმენტები და ფოტოები ერთვის.”

წყარო

აღნიშნულ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა თავის ფბ.გვერდზე :  “ძალიან დეტალურად ინფორმირებული სჩანს აქ თანდართული ნაციონალურ მოძრაობის ბრალდება!!!! და ასეთ ბრალდებას უდავოდ სჭირდება სერიოზული დასაბუთებული პასუხი და დუმილი არ ივარგებს….
მეტადრე რომ ერთი რამე უნდა ნაციონალებს არ დავუკარგოთ, რომ მათ შევარდნაძეს პერიოდის შემდგომ კიდევ უფრო წარმატებულად აამუშავეს მონოპოლისტური ქსელები. ამიტომ – როგორც ამ საქმის სპეციალისტებს – მათ ყველა ხრიკი კარგად იციან და მათზე კარგად ვინ გამოიკვლევს ეს როგორ კეთდებოდა და როგორ გრძელდება თუნდაც სხვა სახეებით და სხვის სასარგებლოდ … მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ….. ყველა სემთხვევაში იჩაგრება საქართველო და ილახება მისი ინტერესები!”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: