საგარეო პოლიტიკა

რესპუბლიკელებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს?! „დაიღვრება სისხლი, იქნება სროლა…“

Nusagi

 

[google-translator]

„როგორც მითხრეს, ისინი გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას. მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მე მომივიდა – “ნაციონალები” აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მე აღარ მინდა მათზე დიდი დრო დავხარჯო.“
“ყველამ ვიცით, რომ ცხინვალის ოკუპაცია მათი დამსახურებაა. ამასთან დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მივიღეთ 25 000 დევნილი სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად. ასე, რომ რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქცია?“– ეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებია 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით.

26maisi_1920

„დაიღვრება სისხლი, იქნება სროლა…“-ეს კი ზოგიერთი არასამთავრობოს „ანონსი“ სოციალურ ქსელში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელ აურზაურში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია არის ჩართული და გამალებით ემზადება…  ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის ყიდვა ყოფილი თავდაცვის მინისტრ, დავით კეზერაშვილისგან, რომელიც კარგა ხანია დამნაშავედ და ძებნილად ცხადდება, რა თქმა უნდა, ნაციონალების წისქვილს დაასხამს წყალს. ამას თუ დავუმატებთ შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც იგი ნაციონალების მიერ 500 კაციანი ზონდერჯგუფის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, ნაცების აქციისგან კარგს მართლაც არ უნდა მოველოდეთ. თუმცა ამ დღესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსა და მაღალჩინოსნების ბრალდებებს ნაციონალიური მოძრაობა კატეგორიულად უარყოფს და მას ხელისუფლების ზედმეტი შიშიანობით ხსნის. „ხელისუფლება შეშინებულია“ _ აცხადებენ ისინი.

1392981206_nacebi1

სიმართლეს თვალებში თუ შევხედავთ, ქვეყნის პირველ პირებს შიშის ნიშნები მართლაც ეტყობათ, სხვანაირად გაუგებარია მოსალოდნელ საფრთხეზე პანიკის ატეხვა საზოგადოებაში, როცა ქვეყანაში არსებობს უშიშროება, შს სამინისტრო, პროკურატურა და ამ სტრუქტურებს სწორედ ზემოთაღნიშნული ადამიანები ხელმძღვანელობენ ?! აღნიშნული სამსახურები უნდა ღებულობდნენ პრევენციულ ზომებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და ხალხს ეს ყველაფერი ნაკლებად უნდა აღელვებდეს, მაგრამ როგორც ვხედავთ ასე არ არის.

15 ნოემბრით რომ მთავრდებოდეს ჩვენი ქვეყნის „გასაჭირი“, როგორმე ამ დღესაც გადააგორებდა ქართველი ერი, მაგრამ უკვე ისიც გახდა თვალნათელი, რომ საოცნებო კოალიციამ რღვევა დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებას და ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან გადაყენების მოთხოვნას ამერიკის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკისთვის ალასანია და მისი გუნდი მისაღებია. თუ ალასანია მისაღებია, მაშინ გამოდის რომ ალასანიას ე.წ. მტრები მიუღებლები ყოფილან..

ამ დრომდე ამერიკა სააკაშვილის მიმართაც დუმილს ამჯობინებს, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის „დამცველები“ მისი უფლებების გაზრდის მოთხოვნით რატომღაც ახლა ალაპარაკდნენ. თუმცა უკვე კარგა ხანია დადის მოარული ხმები, რომ გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია ახალ პარტიას აყალიბებენ. პროამერიკული „რესპუბლიკელების“ ბუნტი და საკუთარი მიზნების განსაჯაროებაც ასევე საეჭვოდ ემთხვევა საქართველოში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებს.

cdafcfbdbf89f490096f95ab23f6aa06

დავით ბერძენიშვილმა „მაესტროს“ ეთერში უკვე დაუფარავად თქვა, რომ ამ პარტიას მომავალი ორი წლის დღის წესრიგი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. „რესპულიკელებმა გავანალიზეთ ვითარება და ვთქვით რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანა და ამის შემდეგ როგორც ინსტრუმენტი, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა. ვილაპარაკეთ ევროპული ყაიდის კოალიციის მოწყობაზე, ანუ ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ ორი წლის განმავლობაში, ძალიან წარმატებულად, რესპუბლიკურმა პარტიამ ჩვენს პარტნიორ პარტიებთან ერთად ივანიშვილის ოპოზიციაში გაართვა თავი იმდროინდელ ამოცანებს. უპირველეს ყოვლისა ეს იყო კოჰაბიტაციის საკმაოდ რთული პერიოდი. რესპუბლიკელების და კონკრეტულად დავით უსუფაშვილის დიდი წვლილი იყო იმ პერიოდის კვალიფიციურად გავლაში“.
„სუს-ი არ არის პოლიტიკის სუბიექტი. სუს-ს აქვს თავისი საქმეები. რესპუბლიკელები იმდენად პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ, რომ ჩვენ არ გავურბივართ ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს ჩვენი ხელისუფლების წარმატებულობა, ეფექტიანობა და სწორედ ამიტომ კოალიციის თვისობრივ გაუმჯობესებაზე არის ჩვენი ინიციატივა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ინიციატივა ადრე თუ გვიან გაზიარებული იქნება, თორემ პროცესები ქვეყანაში და პოლიტიკაში ისე მიდის, რომ ბუნებრივად მაინც ასე მოხდება“.

რესპუბლიკელები
რესპუბლიკელები

უფრო კონკრეტულად, რა პროცესებია მოსალოდნელი მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში ? რას საქმიანობს რეალურად სუს-ი და რა არ არის მისი საქმე?! მოკლედ, ბევრი კითხვა გააჩინა რესპუბლიკელების ამ „აღიარებამ“ და შორეული მიზნების გამომზეურებამ. რესპუბლიკელების ამ ინტერვიდან შეიძლება ისიც ითქვას, რომ მათ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეული მზადება უკვე დაიწყეს. ქართული ოცნების კოალიციიდან პარლამენტში მოხვედრის იმედი აღარ აქვთ და ამისათვის გარკვეულ გზებს უკვე ეძებენ. ხო მართლა, ორი დღეა სუს-მა ფაფხური დაიწყო და ის ადამიანები დაიბარა, რომლებიც 15 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშორებით საგანგაშო განხადებებს ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში აკეთებდნენ. აქამდე ეტყობა ეძინათ, ანდაც რა ვიცით, იქნებ ქვეყნის უსაფრთხოების ზრუნვისთვის მართლაც არ ეცალათ და როგორც ბერძენიშვილი იტყოდა, სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებული?!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: