კრიმინალი

კობა ფარტენაძე: „ჩემს ძმას თავისი გირი ჩაარტყეს თავში და აწამეს“

Nusagi

გიგა ფარტენაძე ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მოკლული პატიმარია. ყოველ შემთხვევაში გარდაცვლილის ძმა, კობა ფარტენაძე ამ ცოდვას ოცნების მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ დღემდე მკვლელებს არ სჯიან.
კობა ფარტენიძე:
_ გიგას 2011 წელს,ბათუმში, თურქი ეროვნების მოქალაქის ცემისათვის მიუსაჯეს 16 წელი. ჩემი ძმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი იყო. უცხოეთიდან ჩამოსული ძმაკაცის მოსანახულებლად წავიდა, მაგრამ მის სახლთან მოუხდა კონფლიქტი. იმ დროს პროკურორად მუშაობდა ძიუდოისტი, რომელსაც ჩემი ძმის პირადი შუღლი ამოძრავებდა და მიუსაჯეს კიდევაც 16 წელი, თუმცა თურქს ამ კონფლიქტში არაფერი დამართნია. ხელისუფლებაში ოცნება რომ მოვიდა პარლამენტში, ეკა ბესელიას კომიტეტში მივედი და ჩემი ძმის საქმის ხელახალი შესწავლა ვთხოვე, მაგრამ გვითხრეს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია რომ შეიქმნებოდა, ასეთ საქმეებს ის გადახედავდა. ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო ეს პასუხი რომ მივიღეთ. იგი ციხეში 2014 წლის 4 მარტს მოკლეს. ის გეგუთის საპატიმროში იჯდა. ადმინისტრაციასთან და პატიმრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სანამ ეს უბედურება დაგვემართებოდა, ორი დღი ადრე, მის საკანში მყოფი ყველა პატიმარი „კრიტში“ გადაიყვანეს და კანონდარღვევით, გიორგი დარბაისელმა მის საკანში შეიყვანა ლევან მოისწრაფიშვილი, გიორგი სეხნიაშვილი და შანიძე. სამივე იჯდა რუსთავის ციხეში, ცალკე საკანში და მათ სხვა პატიმრებს არ აკარებდნენ.
5 კაციანი კამერა იყო. ჩემმა ძმამ ისღა მოახერხა, რომ მეხუთე კაცად თავისი ძმაკაცი, გიორგი კაჭარავა შეაყვანინათ. საქმე იმაშია, რომ დიმიტრი დარბაისელმა რუსთავიდან გადაყვანილ სამ პატიმარს, გეგუთში გადააყოლა ციხის მაყურებელიც, რომელთანაც ჩემს ძმას კონფლიქტი ჰქონდა. გიგას სიკვდილის მერე აღმოჩნდა, რომ ამ საკანში მყოფ ყველა პატიმარს დალეული ჰქონდა სასმელი ბრაგა~ და ჩემი ძმის სისხლში ნახეს ფსიქოტროპული მედიკანემენტებიც. სავარაუდოდ, ბრაგაში იყო ჩაყრილი ფსიქოტროპული წამლები, რადგან რუსთავიდან გადმოყვანილი პატიმრები ღებულობდნენ ამ წამლებს ოფიციალურად და მათ ხობის ფსიქიატრიულშიც მკურნალობდნენ. აქედანაც ჩანს, რომ ჩემი ძმის მოკვლა იყო დაგეგმილი .

 _ ამას საიდან ამტკიცებთ?

_ ჩემმა ძმას ძილის დროს, თავისივე გირი ჩაარტყეს თავში და აწამეს. გირი იქ სავარჯიშოდ ჰქონდა. რუსთავიდან ჩემი ძმის საკანში გადაყვანილი სამი პატიმრის მხრებზეა გახმაურებული მკვლელობები, ამიტომ მათ ციხეშიც ვერ იტანენ. ადმინისტრაციას კი ციხიდან ციხეში დაჰყავს და პარალელურად, საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებს. ჩემს ძმას მაყურებელთან ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ჩანს, ამიტომ მოექცნენ ასე. გიგა ძლიერი და სამართლიანი იყო, ამიტომ ვიღაცას არ აწყობდა . ღამის 3 საათზე აწამეს და ეს გაიგო ყველამ, თუმცა საკანში არავინ შევიდა. ერთი საათის მერე ნახა ბადრაგმა. ამის შემდეგ ნახევარი საათი კიდევ იცოცხლა, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. ყველაზე მეტად იმის გარკვევა გვინდა, ყველას რომ ესმოდა ჩემს ძმას რას უკეთებდნენ, რატომ არავინ შეაჩერათ?! ვინ იყო ის, ვინც ბადრაგს და სხვა ზემდეგებს უფლება არ მისცა წესრიგი დაეცვათ. ვინ გააჩერა ეს ხალხი?! ამის დადგენა გვინდა, მაგრამ ამდენი ხანია ვერაფერს მივაღწიეთ. ჩემი ძმის მეგობარიც დუმს და პროკურორებიც არაფერს აკეთებენ, ეს ადამიანი რომ ალაპარაკდეს. პროკურატურას რომ არ უნდა ამ საქმის გახსნა იმითაც ჩანს, რომ პროკურორმა გვითხრა, ძველი დრო ხომ არ გგონიათ, თვალებს ვერავის დავთხრით სიმართლე რომ ვათქმევინოთო. რა ვქნათ, არ უნდა და არ ამბობსო. ციხის ადმინისტრაციისგანაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს: რატომ გადაიყვანეს მასთან სამი მკვლელი?! რუსთავში ცალკე საკანში თუ ისხდნენ, აქ ჩემს ძმასთან რატომ მოათავსეს? აქაც რატომ არ მიუჩინეს ცალკე საკანი? გეგუთის ციხეში მათ გადმოყვანას და ჩემი ძმის კამერაში შეყვანას ორი ადამიანი აწერს ხელს _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, დიმიტრი დარბაისელი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯაბა მაღლაფერიძე, მაგრამ კანონით, პირველ რიგში მათ უნდა შეესწავლათ ეს პატიმრები რამდენად თავსებადები იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ისინი როცა კამერაში შეიყვანეს, სანამ ჩემს ძმას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ მანამდე მოუხდათ კონფლიქტი, მაგრამ ადმინისტრაციას მაშინაც არ გაუშველებია და არც სხვაგან არ გადაუყვანია. პროკურორი ხომ დაზარალებულის უფლებამოსილი პირია და ფაქტიურად ჩვენ უნდა გვაცნობდეს ყველაფერს, მაგრამ იგი ჩვენს ინტერესებს არც იცავს და არც თანამშრომლობს. არ გვაძლევენ ექსპერტიზის პასუხებს, მეტიც, არცერთი დოკუმენტი და საქმის მასალა არ გაგვაცნეს.საია„-მ და სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვეს ამ საქმის მასალები, მაგრამ არც მათ მისცეს.
პირდაპირ ვაცხადებთ, დანაშაულის კვალი გადის დიმიტრი დარბაისელზე, რადგან მან გადმოიყვანა ეს ადამიანები რუსთავის ციხიდან და ჩემს ძმას უკანონოდ შეუსახლა საკანში. საქმე იმაშია, რომ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია, იმუნიტეტი იცავს. ჩემი ძმის გარდაცვალების მერე დარბაისელი ჩვენთან მოვიდა და კონვერტით მოგვიტანა ფული, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ავიღეთ. ასევე შემოგვთავაზა, ბათუმში ჩვენი ბინის ეზოში მოვიყვან ინვესტორს და სახლს ავაშენებინებო. ახლობლებიც ჩარია, ჟურნალისტებთან ჩემი ძმის მკვლელობაზე კომენტარი რომ არ გაგვეკეთებინა. არ უნდოდათ გვეთქვა, რომ ჩემი ძმის სიკვდილი ადმინისტრაციის უკანონო ქმედების გამო მოხდა. ერთ-ერთმა ჩვენმა ახლობელმა გვითხრა, თავად დარბაისელი გამოუშვებს თბილისიდან ჟურნალისტებს, მაგრამ მასზე მხოლოდ კარგი უნდა ილაპარაკოთ, მოითხოვეთ იმ სამი პატიმრის დასჯა, ვინც ეს ჩაიდინაო. ამაზეც უარი ვუთხარით და ჟურნალისტებიც აღარ ჩამოსულან. ჩემს ძმას საქართველოში ყველა იცნობდა, ჩემპიონი იყო და ვინ დაიჯერებდა რომ რიგითმა პატიმრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს?დიდი ეჭვია, რომ იმ ავბედით დროს საკანში შესული იყო მაყურებელიც და შეიძლება ეს ყველაფერი მისი ჩადენილიც არის. ეს ეჭვი თავის დროზე ეტყობა გამოძიებასაც გაუჩნდა და ამიტომ ჩაუტარეს მაყურებელს ექსპერტიზა. იმ ღამეს რომ ისინი ერთად იყვნენ, ეს პროკურატურამაც კარგად იცის.-

„ბრაგა“ საკანში ვიღაცამ გარედან შეიტანა. ვინ იყო ის, ეს უნდა გაარკვიონ?

10749434_717101425036680_1000175544_n

საშინლად იყო ჩემი ძმა ნაწამები და ამას მოწმობენ მისი შემზარავი ფოტოები, ესენი კი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. სოზარ სუბარმაც თქვა, რომ გიგა ციხეში მოკლეს. ტელევიზიით განაცხადა, ჩაიდანი ჩაარტყესო. იმ ტანსაცმელს, რომელიც მას ციხეში ჰქონდა, არ გვიბრუნებენ. პროკურატურამ პირველ დღეს თქვა ასფიქსიით, ტვინის შეშუპებით და ჩარტყმით გარდაიცვალაო, მაგრამ აქამდე დამნაშავეებს პასუხი არ უგიათ, არავინ არც დაკითხულა. მიუხედავად ამისა, საქმე დასრულებულად გამოაცხადეს და სასამართლოში გადაგზავნეს, მაგრამ 6 თვე გავიდა და სასამართლოსაც არცერთი მოწმე არ დაუკითხავს.

10744547_717101601703329_1099937351_n

გამოდის, რომ ისინიც ყველაფერს მხოლოდ 3 პატიმარს აბრალებენ. მოისწრაფიშვილი საკუთარ თავზე იღებს ყველაფერს და ამბობს, კონფლიქტი მოგვივიდა და მე ჩავარტყიო, რაც არის ტყუილი და სიმართლის გადაფარვა. ერთ-ერთი პატიმარი შანიძე, იგივე `კვერცხა~, აკაკი შანიძის შვილიშვილია. მას ბევრი ადამიანი ყავს გაიბედურებული. მისი ადვოკატები ათქმევინებენ, რომ გიგა იყო ვაჟკაცი პიროვნება, ჩვენ არ მოგვიკლავს და ბადრაგმა მოკლა, დროულად არ გამოიძახა სასწრაფოო. ბადრაგს უნდათ რომ გადააბრალონ დანაშაული. ვინ არის ეს ბადრაგი ისიც კი არ ვიცით, რადგან ამასაც საიდუმლოდ ინახავენ. როგორც ვიცით, ის სამსახურიდან გაუშვეს. მივმართეთ პრემიერ მინისტრს, ყველას მივწერეთ, რომ დიმიტრი დარბაისელი არის მთავარი დამნაშავე და გთხოვთ აიყვანოთ საქმე პირად კონტროლზეო, მაგრამ მასხრად აგვიგდეს. პრემიერმა იცით რა მოგვწერა წერილით _ დიმიტრი დარბაისელს გადავუგზავნეთ ეს საქმე გამოსაძიებლადო. მაშინ დარბაისელი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. დარბაისელმაც გვიპასუხა, შენს ძმასთან ეს ადამიანები გადაყვანილი იყვნენ პატიმრის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილით, რც იმას ნიშნავს, რომ გადაყვანას ექვემდებარება პატიმარი, როცა მას იმ ციხეში საფრთხე ექმნება. ამით იმის თქმა უნდათ, რომ 3 პატიმარს რუსთავში საფრთხე შეექმნა და ამიტომ მოხვდნენ გეგუში. რუსთავში ისინი მარტო იყვნენ და თუ ასეა აქაც მარტო არ უნდა ყოფილიყვნენ?! ამაზე დარბაისელს პასუხი არ აქვს.
მოკლედ, აქ თუ ვერ ვიპოვით სამართალს, ევროპის სასამართლოს მივმართავთ დასახმარებლად. ამ ხელისუფლებამ მოგვატყუა, უკანონოდ დაპატიმრებული ჩემი ძმა ციხიდან არ გამოუშვა და იქ მოკლა. ახლა კი მასხრად გვიგდებენ. ხალხისთვის მიცემული დაპირება რომ შეესრულებინათ და გადაეხედათ გიგას საქმისათვის, ის პატიმარი არ იქნებოდა და ეს არ დაემართებოდა. ხარვეზების დამდგენი კომისია ვერა და ვერ შექმნეს. დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო კი იმაზე უარსი აღმოჩნდა, ვიდრე წინათ იყო.

კობა ფანტენაძის ბრალდებებს პატიმარ შოთა შანიძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე პასუხობს:
_ პატიმართა 70-80 პროცენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ირებს. შოთა შანიძეს აქვს ქრონიკული დაავადებები და მას ექიმის მიერ დაენიშნა ასეთი პრეპარატები, მაგრამ ამ სისხლის სამართლის საქმეში, არაერთ პიროვნებას, მათ შორის ცხონებულ ფარტენაძესაც აღმოაჩნდა არა მხოლოდ ფსიქოტროპული, არამედ ალკოჰოლური ნივთიერებაც სისხლში. ის გარემოება, შოთა შანიძე ფსიქტოროპულ მედიკამენტს იღებს თუ არა, სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არ არის. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მედიკამენტი ფარტენაძისა და სხვა პატიმრების სისხლშიც იყო. როგორ მოხდა ეს, ციხის ყოფილი ადმინისტრაციის წინაშე დასასმელი კითხვაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რუსთავში, საცალკეო საკანში არასდროს ყოფილა და მასთან ყოველთვის იყვნენ სხვებიც. გიგა მართლაც იყო ვაჟკაცი პიროვნება. ბრალდებულებმა ადვოკატებზე უკეთ იციან რა მოხდა საკანში. შესაბამისად, ჩვენ არც ბადრაგისკენ ვიშვერთ ხელს და არც კიდევ სხვა პიროვნებისკენ. საქმეში არსებობს ბადრაგის პასუხიმგებლობის საფუძველი. მისი პასუხისმგებლობის საფუძველი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე ის არის, რომ ჩვენებაში წერენ, ღამის ორ საათზე მოვუწოდეთ დამშვიდებულიყვნენო. როგორ შეიძლება ღამის 2 საათზე პატიმრები ჩხუბობდნენ, ეს იცოდეს ბადრაგმა და მხოლოდ მოწოდებით შემოიფარგლოს? ახლა ამბობენ, თურმე საშიშ პიროვნებებთან ერთად იმყოფებოდა გოგაო. თუ ესეც იცოდნენ და ნახეს რომ ჩხუბი იყო, ამას მოწოდება უშველიდა? ორი ბარდაგი იყო ამ დროს და ორივე ერთი და იგივე ჩვენებას აძლევს. ამ ჩვენებებთან დაკავშირებით ჩავატარეთ ლინგვისტიკური ექპერტიზები და ექსპერტმა პირდაპირ გვითხრა, ამ ორი პირის მიერ მიცემული ჩვენება არის ერთი პიროვნების ნააზრევიო. მე არ ვიცი ასეთი ჩვენება ვის ჭირდებოდა.
ერთ-ერთი პატიმრის სისხლში აღმოჩნდა ეთილის სპიტრი და აგრეთვე ცხონებული ფარტენაძის სისხლშიც აღმოჩნდა იგივე სპირტი. მე არ ვიცი ის პიროვნება მაყურებელია თუ არა. დანარჩენი პატიმრების სისხლში მსგავსი ნივთიერებები არ აღმოჩენილა. თუ არ იმყოფებოდა ეს პიროვნება ამ საკანში, რატომ ჩაუტარეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა?! არის საფუძველი და ეჭვი იმისა, რომ საქმე სრულყოფილად არ არის გამოძიებული. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ და პროკურატურამ ერთობლივად დააფარეს ხელი კიდევ ვიღაცას. ბრალდებულები რომ ნახოთ, სამნი კი არა, ათი ასეთიც ვერაფერს დაუსავებდა ფარტენაძეს. ჩემი აზრით აქ უფრო ძლიერი პიროვნებაა ჩარეული. როგორც მითხრეს, სწორედ ასეთი იყო ეს ე.წ. მაყურებელი და საქმის გამოძიება სრულყოფილად უნდა მოხდეს.

.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: