ჯანდაცვა

სენსაცია. დიაბეტისგან განკურნება ოპერაციითაა შესაძლებელი.

Nusagi

[google-translator]

როგორც ირკვევა,მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელიც დიაბეტით დაავადებულთა  საერთო რაოდენობის 80-85 პროცენტს აქვს ,  შესაძლებელია განიკურნოს.  არა წამლებით და ნემსით, არამედ ოპერაციით.

ამ თემაზე  საუბრობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური იაშკოვი.: “მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის  ქირურგიული ჩარევით მკურნალობას დიდი პერსპექტივები აქვს. ეს არიას ბარიატრიული ოპერაციები,  რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ჭარბწონიანობის საკორექციოდ, არამედ მეტაბოლური პროცესების მოსაწესრიგებლადაც. , სწორედ ეს ფაქტორებია მეორე ტიპის დიაბეტით ადამიანის დაავადების გამომწვევი მიზეზები. მსოფლიოს მრავალი ცნობილი დიაბეტოლოგების მიერ უკვე იქნა აღიარებული ამ სახის ოპერაციების წარმატებული შედეგები დიაბეტის მკურნალობაში. ჩვენ მოგვმართავენ ძირითადად მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონაც აღენიშნებათ, თუმცა იმისათვის რომ ადამიანი დაავადდეს დიაბეტით, სულაც არაა საჭირო ის 150-200 კგ-ს იწონიდეს. ხშირად სავსებით საკმარისია, გენეტიკურ ფაქტორს დაემატოს ის, რომ ადამიანი 90-100 კგ-მდე გასუქდეს.  ცხიმის ძირითადი მასა თუ თავს იყრის მუცლის მიდამოში, ასეთ დროს  აუცილებელია, ადამიანმა სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი დაიწყოს. როცა დიაბეტის მკურნალობა დიეტების და მედიკამენტების საშუალებით არ ხერხდება, დღის წესრიგში დგება ოპერაციული ჩარევა.

-რაზეა დამოკიდებული ოპერაციის  მეთოდები, რითაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ზედმეტ წონას აშორებთ?

-თუ ეს დიაბეტის საწყისი სტადიაა, მდგომარეობას გააუმჯობესებს ნებისმიერი ოპერაცია , რომელიც ორგანიზმის მიერ კვების შეზღუდვას  ან წონის მოშორებას იწვევს. თუ შორსწასული ფორმაა- როცა ავადმყოფს მრავალი წელია აქვს მეორე ტიპის დიაბეტი და არ იღებს რეგულარულად წამლებს , ან არ იკეთებს ინსულინს, ოპერაციის უფრო რთული ფორმა ენიშნება. შედეგი პროპორციულია ოპერაციის სირთულისა. მაგალითად კუჭის ბანდაჟირების შემდეგ გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 56,7 %-ა.  გასტრიპლასტიკა 79,7%. გასტროშუნტირება 80,3%. ბილიოპანკრეატიული შუნტირება 95,1%.

-ქირურგიული ჩარევით კუჭის დაპატარავების შემდეგ თუ არის შესაძლებელი, სამუდამოდ დაემშვიდობოს ადამიანი დიაბეტს?

-არის. ბევრი ჩვენი პაციენტი, რომლებიც წლების განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდა მედიკამენტებით და ინსულინით, ოპერაციის შემდეგ მიდიან თავისი უბნის მკურნალ ექიმებთან, მათ არ სჯერათ იმ შედეგის, რასაც ნახულობენ. საბედნიეროდ, უკვე ბევრი მათგანისთვის უკვე ცნობილია დიაბეტისგან განკურნების ამ ხერხის არსებობა და სწორ რჩევებს აძლევენ პაციენტებს. ჯერ-ჯერობით სკეპტიკოსებიც ბევრია, ვინაიდან წლებია არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მეორე ტიპის დიაბეტისგან განკურნება შეუძლებელია.

წყარო

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: