საზოგადოება

გოგა ხაჩიძე ასე პატარა ბავშვივით მიბლოკეთ და გაუშვით ბრავოდან საკუთარი აზრის გამოთქმის გამო.

Nusagi

[google-translator]

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარეიშვილი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პროექტ “ნიჭიერის” მონაწილის, ამალია ჯიბლაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა :

 “ჟურნალისტმა მაიკო კახიძემ მოიძია იმფორმაცია სკანდალის ობიექტზე და დადო სამსჯავროზე, რა არის აქ გაუგებარი? ჟურნალისტმა გააკეთა თავისი საქმე პროფესიონალურად, ხალხის ინტერესი დააკმაყოფილა ამომწურავი იმფორმაციებით! თუ რაიმე ტყუილი გაავრცელა, იმაზე დაუსვით კითხვები და გაკიცხეთ თუ გასაკიცხია! პირადად ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მე ასე ჩაცმულ დახურული უფრო მომეწონებოდა მისი გამოსვლა! ახლა რაც შეიძლება შურზე რა უნდა შეგვშურებოდა ამალიასი?  მე მომღერალი არ ვარ და მისი სიმღერა როგორ შემშურდებოდა? თანაც ქალბატონის? ან მისი ცხოვრების რატომ უნდა შემშურებოდა, როცა ასე უჭირს ადამიანს სულიერად და მატერიალურად? ლოგიკა სად არის? ახლა რაც შეეხება ჭორაობას,თითქმის ყველა შოუ  რუსთავი ორზე აგებულია ჭორებზე. გაიხსენეთ ასათიანის ან თუნდაც ჟორჟოლიანის შოუები. სწორედ მათი რეიტინგიც იწევს ამ ,,ჭორებით” და წესით, ხალხის ჭორაობა არ უნდა გიკვირდეთ, ხალხს მეტი საქმე არ აქვს. არაფერი დაუტოვა არც ერთმა ხელისუფლებამ გარდა აქ, ფეისბუქზე შემოსვლისა და აზრის გამოთქმისა. ესეც თურმე აღიზიანებს ზოგ ზოგიერთებს და ლამის აკრძალვა მოითხოვონ !რაც შეეხება აგრესიულ რიტორიკას ეს აგრესიული რიტორიკაც ამ ქართული არხების დანერგილია ტელეეთერების მეშვეობით,, გაიხსენეთ მარინა ბერიძის ,,კომპეტენტური”შეფასებები დაცინვები და შეურაცხყოფები. აქედან გამომდინარე, როცა სიცრუეში გიჭერენ ადამიანები უსამართლობასა და არაპროფესიონალიზმში, ბუნებრივია, ისინიც ამ რიტორიკით გაგაკრიტიკებენ იმისათვის, რომ თავად მიხვდეთ რა მტკივნეულია … რომ  ასე  არ შეიძლება, ადამიანების გულის ტკენა და დამცირება ! ამ თემაზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ, მხოლოდ იმას გავუსვამ ხაზსს, რომ ის მართლაც არაჩვეულებრივად მღერის, წარმატებებს ვუსურვებ მას და პირადად ჩემთვის სულ ერთი იყო როგორი ჩაცმული გამოვიდოდა ის ხალხის წინაშე.  მე გამაღიზიანა იმან,  რომ გინდათ ადამიანები მოატყუოთ და მიაჩმოროთ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი გამოთქვეს. აკი გადაცემებიც მაგიტომ არის რომ იმსჯელო -მოგეწონოს, არ მოგეწონოს და ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ! მე გამაღიზიანა იმან, რომ გოგა ხაჩიძე ასე პატარა ბავშვივით მიბლოკეთ და გაუშვით ბრავოდან  საკუთარი აზრის გამოთქმის გამო. მე გამაღიზიანა იმანაც, რომ ანრი ჯოხაძე აიძულეთ, ბოდიში მოეხადა ამ ქალბატონისთვის საკუთარი მოსაზრების გამო ეს არის პროფესიონალ მომღერლებზე ძალადობა !ამით იმას მიგვანიშნებთ, რომ რასაც გეტყვი გააკეთე , თორემ მიგბლოკავ და სახლში დაგსვავ .არ გაღირსებ ეთერს ! არ არის ეს სწორი არ დაგიდევენ ხალხს მოწონს ეს მომღერალი თუ არ მოწონს კი ბატონო, თქვენი არხია და რასაც გინდათ იმას გააკეთებთ, მაგრამ მერე დემოკრატიისა და ხალხურობაზე პრეტენზია ნუ გექნებათ!  წარმატებებს გისურვებთ ყველას არხსაც ხალხსაც და ამალიასაც …

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: