კრიმინალი

თავდაცვის მაღალჩინოსნების გრიფით „საიდუმლო“ საქმე

Nusagi

„ახალგაზრდა უფლებადამცველები“ პროკურატურის მხრიდან მორიგ დარევებზე ალაპარაკდნენ. როგორც ვიცით, ამ დღეებში, პროკურატურამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია დააკავა.
ლექსო კობაიძე, „ახალგაზრდა უფლებადმცველთა“ ასოციაციის პრეზიდენტი:
_ აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვას და მითვისებას გულისხმობს. მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ, მაგრამ
გამოძიებამ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ პირს ,,დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე არ იქნა შესრულებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა, სადაც ნათქვამია, რომ ,,სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს. დარღვეულია სხვა უამრავი ნორმა, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო ნორმებით
და საქართველოს კონსტიტუციით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მოსაზრებას საქმეს გრიფით საიდუმლო დაედოს და ამ „ყადაღას“ აუცილებლად მოხსნის. ასეთი შეხედულებები
ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს“ _ აცხადებს სააგენტო „ფოსტალიონთან“ ლექსო კობაიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: