განათლება საზოგადოება

„ თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში, ბავშვები სიცივით კანკალებენ“ რაზე ფიქრობს განათლების სამინისტრო?!

Nusagi

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, საგანმანათლებლო ობიექტებისთვის გათბობის სისტემების გამართულად მუშაობა ყველაზე აქტუალური და პრობლემატური თემა ხდება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე, დიდკონტინგენტიან სკოლებსაც კი აწუხებთ. ვაკეში მდებარე, 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გათბობის სეზონის მოახლოვების მიუხედავად, სკოლაში დღემდე მოუწესრიგებელია გათბობის სისტემა და სკოლის დირექციის მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტრო პრობლემის მოგვარებას აჭიანურებს.
მანანა ბუაძე:
_ წელს შედარებით ადრე აცივდა და ბუნებრივია, დავინტერესდი, რამდენად მომზადებული ხვდება ჩემი შვილის სკოლა გათბობის სეზონს. როგორც გავარკვიე, საქვაბე მწყობრიდან არის გამოსული და სკოლის წინა თუ ამჟამინდელი დირექტორების მცდელობის მიუხედავად, სამინისტრო ახალი საქვაბის დამონტაჟებას აჭიანურებს.
_ რატომ?
_ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და მერე გავაკეთებთო და ტენდერი ჯერაც არ გამოუცხადებიათ. სანამ სამინისტრო ტენდერს გამოცხადებს, მერე სანამ ჩაატარებს და ბოლოს, სანამ ტენდერში გამარჯვებული ახალ საქვაბეს დაამონტაჟებს, ზამთარიც გავა. ამასობაში კი ჩემი შვილი სკოლიდან ყოველ დღე აკანკალებული მოდის. მისი რამდენიმე კლასელი უკვე გაცივდა და სკოლაში არ დადის. კიდევ ერთი კვირა დაველოდები და ახალი საქვაბე თუ არ დაამონტაჟეს, ბავშვს სკოლაში აღარ გავუშვებ. საინტერესოა, რაზე ფიქრობენ განათლების სამინისტროში? მაინცდამაინც უნდა დაავადდნენ ჩვენი შვილები, რომ ვინმემ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციოს?
სააგენტო „ფოსტალიონი“ კარგა ხანს ეცადა განათლების სამინისტროსგან ამ საკითზე პასუხი მიეღო. პრესსამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი შეგვპირდა კიდევაც, რომ პასუხს გაგვცემდნენ, მაგრამ ლოდინსაც აქვს საზღვარი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: