საგარეო პოლიტიკა

„რაც უფრო ხშირად გვახსენებს ივანიშვილის თანაშემწე, მით უკეთესი ჩვენთვის“ ლეიბორისტების პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს

Nusagi

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მიწვეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაM მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ ის არცერთი მათგანის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია არის იგივე, რომ შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაცა. უბრალოდ შალვა ნათელაშვილი არის უფრო მეტად მობილიზებული და ორგანიზებული ვიდრე სააკაშვილი, ერთი-ერთში გვანან ერთმანეთს. სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილი არის სააკაშვილის ძალიან ახლობელი, ყველამ კარგად იცის, რომ რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იგივეა ნათელაშვილი. ერთ დონეზე არიან დასულები და ერთი სტილი აქვთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სერიოზულად უნდა აღვიქვათ ნათელაშვილის განცხადებები? ასევეა სააკაშვილი.”
პრემიერ მინისტრის ამ განცხადებას, ლეიბორისტების მკვეთრი შეფასებები მოჰყვა. პარტიის ანალიტიკურმა მდივანმა, ნინო მეტრეველმა სააგენტო „ფოსტალიონს“ ღარიბაშვილის გამონათქვამებზე ლეიბორისტების მწვავე პასუხი გადასცა:
_ მგავსი მოსაწყენი და უინტელექტო გამოსვა არც მომისმენია. ივანიშვილიც კი სჯობნის მის გაპრემიერებულს. ინგა გრიგოლიას კინაღამ ჩამოეძინა. ხშირად უნდა დასვან ეს კაცი ეთერში და ბოლომდე მოთავდება ისედაც მოთავებული ,,ოცნების’ საქმე. საკუთარი უსუსურობის გამო რომ იშლება კოალიცია, ამაში პრემიერი ვიღაცის ხელს ეძებს. ასე სამარცხვინოდ ებრძოდა სააკაშვილი შალვა ნათელაშვილს და იგივე მეთოდებით ებრძვის ღარიბაშვილიც. მეთოდები მაინც შეცვალონ, მაგრამ არ იციან და როგორც კარნახობენ „ნარიყალას სასახლიდან“, ისე აკეთებს. ყოველ ფრაზაში მადლობას რომ უხდის ივანიშვილს, ცოტა ქედი მაინც მოიხაროს, უფრო ესიამოვნება მის პატრონს.
ჩვენმა მკვეთრად აწეულმა რეიტინგმა შეაწუხა შუშის სასახლეში მჯდომი ბატონი. ჩვენ თუ ვატარებთ გამოკითხვებს, მილიონერიც ხომ ატარებს და იცის, რომ ,,ქართული ოცნების” რეიტინგი მალე ერთნიშნა ციფრზე ჩამოვა?! სამაგიეროდ შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი იწვეს მაღლა. მიხვდა ხალხი, რომ მწარედ მოატყუა ივანიშვილმა და ჩვენ მართლები ვიყავით, როცა ამის შესახებ ვაფრთხილებდით.
ნათელაშვილი სააკაშვილის მეგობარიაო. ინგას ადგილას აუცილებლად მოვთხოვდი არგუმენტებს. სააკაშვილი მაგათი მეგობარია და სწორედ ამიტომ დაუშვეს მიწაზე პარაშუტით და აღადგინეს პირისაგან მიწისა (ეს ივანიშვილის ნათქვამია), თორემ ჩვენ სააკაშვილს მოქალაქეთა კავშირში რომ იყო, იქიდან მოყოლებული ვებრძვით. ივანიშვილის ფინანსებით მოხდა ვარდების რევოლუცია, ის აფინანსებდა სააკაშვილის მთავრობას. ჩვენ რომ სოროსი გვეგონა, მათ სწორედ ივანიშვილი უმაგრებდა ზურგს და აძლევდა რჩვებს სააკაშვილ-მერაბიშვილს 7 ნოემბრის დღეებში, ჩვენ რომ გვარბევდნენ და შალვა ნათელაშვილს დასაჭერად დასდევდნენ, მისი ბანკიდან გაიცა მაშინ სპეცრაზმელებზე პრემიები. ივანიშვილის კლანმა გადაინაწილა სააკაშვილის კლანის ბიზნესინტერსები, მან გაუშვა სააკაშვილი ქვეყნიდან და არ გამოუცხადა იმპიჩმენტი ახალმა პარლამენტმა.Mმან მოატყუა ხალხი, როცა მილიონებად იყიდა ერთპროცენტიანი პარტნიორი პარტიები და ხალხს ოცნებები გამოავლო პირში. K
ღარიბაშვილი ამბობს, ჩვენ ის მთავრობა ვართ ვისაც საკუთარ თავზე არ გვიზრუნიაო. ხელფასები და პრემიები გაიორმაგეს, ბიზნესები გადაინაწილეს და ხალხს პენსიას და
დახმარებას აყვედრის. 2 მლნ მშიერი მე კი არ შემიქმნია, დამხვდაო. სირცვილია მათი საქციელი. ამდენი მშიერი და დაუცველი რომ იყო ქვეყნაში ამიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში მილიარდერი. თვითონ კი არიან მოწყვეტილები ხალხს, მაგრამ ვინმე მაინც არ ჰყავს ისეთი, რომ უთხრათ, რა მძიმე მდგომარეობაა? 148 ლარია საარსებო მინიმუმი და პენსია _ 150 ლარია, მეტი რა გინდათო. ,,ქართუ” ბანკში ფულის დათვლა მაინც ხომ ისწავლა?! დაითვალოს და მიხვდება, რომ ადამიანები 5 ლარზე ნაკლებს ხარჯავენ დღეში და ეს რაციონი სპეციალისტების გათვლით 4 წლის ბავშვის რაციონსაც ჩამორჩება. ივანიშვილს თავისი რჩეული პარტიები ჰყავს ოპოზიციურ ფლანგზე და თავიდანვე ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ მხოლოდ ისინი ჰყოლოდა ოპონენტებად. ეს რჩეულები ხმამაღლა დაასახელა კიდეც, მაგრამ ვერ ,,გაუქაჩეს”, ამიტომ ახლა ძალიან უსუსური ფეარით ცდილობს ჩვენს დისკრედიტაციას და გზიდან ჩამოცილებას. ეს ვერ გამოუვიდათ ნაცებს და ამათ მით უმეტეს, ვერ გამოუვათ. რაც უფრო ხშირად გვახსენებს ივანიშვილის თანაშემწე, მით უკეთესი ჩვენთვის. მით უფრო კარგად მიხვდება ხალხი, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ვართ და ჩვენი სიმართლეა სწორედ ყველა ხელსუფლებას რომ ზურგში ლახვარს სცემს.

A არც ნაცებთან და არც 15 ნოემბრის აქციასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს, იმიტომ რომ ნაც-ოცნება ერთი კლანია, რომელთა პოლიტიკა მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობასა და ხალხის გაღატაკებისკენაა მიმართული. შესაბამისად შალვა ნათელაშვილის ლანღვა მათ ვერ უშველით. გიჟდებიან, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ ივანიშვილის ბიზნესინტერსებზე საქართველოში, მათ მცდარ და მოღალატეობრივ პოლიტიკაზე. რამდენიც არ უნდა ატრიალონ ციფრები, სააკაშვილივით ( სხვათა შორის სააკაშვილი ამას მართლა ნიჭიერად აკეთებდა), ხალხს ამით ვეღარ მოატყუებენ. ქვეყანაში სიღატაკეა, ხალხს ისევ ყრიან ქუჩებში რადგან მილიარდელმა ,,უფასო ფული’ ვერ გაიმეტა მათთვის, ბანკებში ისევ არნახული პროცენტებია, კვლავ უმუშევრობაა, ბიზნესი უფრო ცუდ დღეშია Dაა ამას შუშის სასახლის მეპატონე შალვა ნათელაშვილის უარყოფით კონტექსტში ხსენებით ვერ გაამართლებს.
ხშირად უჩვენეთ ირაკლი ღარიბაშვილი ღია ეთერში და ,,ქართული ოცნება” არჩევნებმადეც ვერ მიაღწევს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: