კრიმინალი საგარეო პოლიტიკა

ზაზა ხატიაშვილი _ ირაკლი ალასანიას: „ორივე წავიდეთ სააპელაციო სასამართლოში და დავუდგეთ ამ დაპატიმრებულებს თავდებში“

Nusagi

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრებას ეხმაურება და ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას ორიგინალური ფორმით მხარში უდგება.
„_ თავდაცვის სამინისტრის მაღალჩინოსნების დაკავება ყველანაირი კანონის იგნორირებით და დარღვევით მოხდა, საქართველოში რაც ახალი საპროცესო კოდექსი შემოვიდა, ახლა პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ ადვოკატებს არ გადასცეს მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად, ამის გამო, სასამართლო ვალდებული იყო ყველა მტკიცებულება ეცნო დაუშვებელ მტკიცებულებად და დაკავებულები დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. ამიტომ მივმართავ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას, ორივე წავიდეთ სააპელაციო სასამართლოში და დავუდგეთ ამ დაპატიმრებულებს თავდებში თუ მინისტრიც თვლის, რომ ეს ადამიანები უდანაშაულენი არიან. ჩვენს თანამდებობებზე მაღალი თანამდებობა აქვს ღარიბაშვილს და არაოფიციალურად ივანიშვილს, თუ ჩვენი თავდებობითაც არ გამოუშვეს დაპატიმრებულები, აღმოჩნდება, რომ მათი პირადი ინტერესის გამო სხედან ისინი ციხეში. ყველა დაინახავს, ეს ხალხი პოლიტპატიმრები არიან თუ მართლაც დამნაშავენი“ _ განაცხადა ხატიაშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: