ახალი დამატებული

მთელი საქართველო მაგინებს

Nusagi

[google-translator]

გუშინ, ფეისბუქზე, კომპოზიტორ მიხეილ ზაქარიაშვილის სტატუსს, მას და  მომღერალ თეონა კონტრიძეს შორის ცხარე კამათი მოჰყვა. გთავაზაობთ ამონარიდებს ამ საინტერესო პაექრობიდან :

მიხეილ ზაქარიაშვილი  -“წარამარა, ყველაფერ უარყოფითზე და ცუდზე რაც ქვეყანაში მოხდება ,რომ გაიძახითეს ეს არის ქართული მენტალიტეტის ბრალიო, თქვენ რა მენტალიტეტების ბრძანდებით იქნებ განგვიმარტოთ და გვითხრათ?არ გააწყალეს გული კაცო…ნუ გვამადლით ამ თქვენ ორი ღერ რუსულ და ინგლისურს რა! ამერიკაში ხართ ნამყოფი?ვაშინგტონში? ვაააააა იეს! გუდ! ფიმ ფამ ფლუ!რუსეთში? მოსკოვში? ეუჰ ვოტ მოლოდეც ! გადავირიეთ ამ თქვენი შეცვლილი მენტალიტეტით რაააა! წატი თქვენი გაურკვეველი ეროვნებით და მენტალიტეტით დაახვიეთ ყველამ აქედან! ხო ეგრეა ,,რაც კარგები ვართ ქართველები ვართ” მე ასე მგონია ჩემს ქვეყანაში! ძალიან კარგი მენტალიტეტი გვაქვს ქართველებს თუ არ გაწყობთ ,ვერ იტანთ საკუთარ ერს და გრცხვენიათ წადით! წააააააა დიიიიით!”

1239744_631590980205050_69747312_n

თეონა კონტრიძე:  მე მთელი საქართველო მაგინებს, იმიტომ, რომ მე არ ვუგორებ ხალხს კოჭს და არ ვარ ფანტაზიორი ნაცარქექია. … მე დილიდან ღამემდე ვმუშაობ 15 წლიდან მიშა…. დილიდან ღამემდე!!! პარალელურად მოვასწარი შვილები, საყვარელი ქმარი, მეგობრები, მოგზაურობა,განათლება და ა.შ.!!! ამიტომ, ვისაც მე არ ვევასები, დამეხიონ ფუნიკულიორიდან აგერ!!!!

მიხეილ ზაქარიაშვილი:  -ახლა ისე ევროპულად საუბრობ რომ მეც მომინდა ევროპელობა, ევროპაში ბევრი რამე გისწავლია. ჯერ შენ გახდი ნამდვილი ევროპელი და მერე მთელი საქართველო შენ მოგბაძავს

თეონა კონტრიძე: -რატომ უნდა გავხდე ევროპელი? რაღაც ელემენტები რომ ავიღო ყველა კულტურიდან?

მიხეილ ზაქარიაშვილი:       –  ქართულიდან გინებას იღებ ევროპიდან კულტურას?ქართველებს არაფერი აქვთ ისეთი რაც შეიძლება აიღო? შენ რა უნდა გააკეთო და, რაც ყველაზე კარგად გამოგდის -უმღერო და მოეფერო შენ ქვეყანას, ზოგჯერ სიმართლე უთხრა და არ დაამცირო, აღიარო რომ შენც ქართველი ხარ შინაგანად და ევროპელი ვერასდროს ვერ გახდები

თეონა კონტრიძე:  მომისმინე, მე დაგიკოპირება ახლა მე ვინ ვარ და დავამთავროთ ამაზე საუბარი….მე ვარ კოსმოპოლიტი, ეკუმენისტი, ბუდისტი, ინდუისტი, კონფუციონისტი…. ტოლერანტული ყველას მიმართ, მათ შორის, ჩემი ერის მიმართაც იქმდე, სანამ მე ერი არ მეხება ცუდად…მომწონს სხვა კულტურები ბევრად, ვიდრე ჩემი, არ მცხვენია ამის და ვთვლი, რომ ეს ჩემი ნებაა….არ მაქვს ღვთის შიში და ვთვლი, რომ ღმერთი არის სიყვარული…ვკითხულობ ეზოთერიკას, ვუსმენ ყველა მუსიკას მეტალის გარდა, ვარ 22 წელია ვეგეტარიანელი, მყავს ბევრი მეგობარი, კოლეგა და საერთოდ, ხალხი , ვისაც ძალიან ვუყვარვარ და ვინც ძალიან მიყვარს…კარგ დღეს გისურვებ მიშ!

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,899 ნახვა
%d bloggers like this: