განათლება საზოგადოება

პოლიციელი რომელიც ჰაშიშთან ერთად თავის ჟეტონსაც ყიდის

Nusagi

[google-translator]

გია შარაშენიძე

ტაილანდი და  მისი დედაქალაქი ბანგკოკი ყველამ იცის და ქართველი ტურისტიც ნამყოფია. როგორც სიმდიდრითაა გამორჩეული,  ასევე სიღარიბითაც და სწორედ ქხმერული გენი განაპირობებს ტაელების ღარიბ მხარეს,მაგრამ მდიდარი მხარე ბანგკოკისა მართლაც,რომ ზღაპრულია.ყველას ვურჩევ,რომ იმოგზაუროს ამ ქვეყნებში და თავად დარწმუნდნენ მათ მომაჯადოებელ მომხიბლველობაში.ის ეგზოტიკა,რომელიც ბანგკოკის სიღარიბეს ასახავს,თავისებურად ფილოსოფიურია და ამიტომ ვურჩევ ყველა მოგზაურს,რომ ჯერ კარგად გაეცნოს ამ ქვეყნების ისტორიებს და შემდგომ გაანალიზოს ნანახი.დარწმუნებული ვარ,რომ მოხიბლული და შოკირებული დარჩება იმ სილამაზით,რაც მას,ჯერ კიდევ წინ ელის.

cam1

ოქტომბრის თვეში,როდესაც წვიმების სეზონი ტაილანდსა და კამბოჯაში დასასრულისკენ მიექანება და მოგზაურობისათვის საუკეთესო პერიოდია, “ჯორჯიან თრეველ გრუპმა” მოაწყო საინფორმაციო ტურისტული ტური ამ მართლაც,რომ ჯადოსნურ ქვეყნებში.

cam2

თუ რატომ ჯადოსნური,ამას შემდგომში მივხვდი,როცა ტაილანდის მეზობელი სამეფოს,კამბოჯას საზღვარი გადავლახე საქართველოდან პირველ ტურისტულ ჯგუფთან ერთად.

10325132_753344624714574_5807581782547218899_n

გიდისგან შევიტყვე,რომ ტაიელები ქხმერებისა და ჩინელების შერწყმის ,ანუ შეჯვარების შედეგად წარმოიშვნენ და ასე წარმოიშვა სიამის სამეფო,რომელსაც დღეს ტაილანდი ჰქვია.ის განვითარების გზაზეა და საკმაოდ სწრაფი ტემპებით მალე დაეწევა აზიის მოწინავე ქვეყნებს.
თემას ჯადოსნობის შესახებ,რომ არ გადავუხვიო,ამიტომ დავიწყებ კამბოჯათი.ქხმერების იმპერია მე-6 საუკუნეში წარმოიშვა და წარმოშობის დღიდანვე იწყება ამ ხალხის დაწიოკება მეზობელი სამეფოების მხრიდან,რაც შემდგომში მათ თვითყოფადობაზეც აისახება. რაც არ უნდა ტვინი უგრიხონ ფრანგებმა ქხმერებს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული 1953 წლამდე,როდესაც დამოუკიდებლობას მიაღწიეს,მაინც ვერაფერით ვერ გაანათლეს ცივილიზაციის მხრივ.ისინი საკმაოდ თავისებური ხალხია.

10390889_10203072817526046_4501663151821555900_n

საზღვარზე გავედით,ჩამოგვართვეს პასპორტები და გიდმა გვითხრა,რომ მათ სასტუმროში დაგვიბრუნებდნენ,რადგან მათი ტვინი ისე სწრაფად არ მუშაობს,როგორც ჩვენი ანუ ევროპელების სახეები მათ აღქმაში თითქმის ყველა იდენტურია,მაგრამ რა შუაში იყო პასპორტების დატოვება შესწავლის მიზნით გიდისთვისაც ისევე გაუგებარი იყო,როგორც ჩვენთვის.რაც მთავარია,ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის და მოგზაურობას სამეფოში ჩვეული რითმით განვაგრძობდით.პირველი რაც მოგვხვდა თვალში ეს ხალხის სიღარიბე იყო

cam6

მეორე კი გამეფებული ანარქია ანუ არა- მოძრაობის წესები,სამეფოში არარსებული მართვის მოწმობა და პასპორტი,რომელიც არა აქვს ყველა მოქალაქეს,რადგან არ არის საჭირო.არ თვლიან საჭიროდ განათლების მიღებას და პენსიას იღებს მარტო ის,ვინც საჯარო სამსახურში დასაქმდა. ავტობუსს საკურორტო ქალაქ სიამ რიპისკენ მივყავდით და ფანჯრიდან ვაფიქსირებდი,რომ აუთვისებელი მიწები თითქმის არ არსებობს.ჩინელი მოქალაქის მდიდრულ სახლს გზაზე, ქხმერის ღარიბული ქოხი ენაცვლება,შემდეგ ბრინჯის დატბორილი მინდვრები და ისევ ქოხები და სახლები,რომლებიც ჩემდა გასაკვირად დასავლურ ქართულ სახლებს წააგავდა.

cam3
მივადექი ჯადოსნურ მდინარეს,რომლის დასახელებას ნუ მომთხოვთ, რადგან ვერ დავიმახსოვრე და არც არის მთავარი.მთავარი აქ ის არის,რომ ეს მდინარე პირობითად ქუჩაა,სადაც წყალში,ბოძებზე აგებულ ქოხებში,ბედნიერად ცხოვრობენ, ერთ დროს წითელ, კომუნისტურ რეჟიმს გამოქცეული ვიეტნამელები.მათ არ აწუხებთ არაფერი დედამიწის ზურგზე.მათი საზრუნავი მარტო ჭამაში,სკუტერისა და სატელევიზიო თანამგზავრული თეფშის შეძენაშია.თუ რომელიმემ მანქანაც იყიდა,ხომ საერთოდ…მაგრად ვიხალისე,როდესაც ერთ-ერთ ჩვენს ტურისტს ღიპი აღმოუჩინეს.პატარა კამბოჯელები დიდი აღტაცებით უსვამდნენ და უპარტყუნებდნენ ხელებს ღიპზე.ეს პატივისცემის გამოხატულება იყო,რადგან ღიპი,ცხოვრების უმაღლესი მიღწევის სიმბოლო აღმოჩნდა.

10636143_10203072815405993_2927190703387952607_n

დროს ტარების მხრივ კამბოჯა არაფრით არ ჩამოუვარდება ტაილანდას და პირიქით თუ ტაილანდი წესრიგის და კანონის მხრივ დავარცხნილია,კამბოჯა სრული თავისუფლების ქვეყანაა და ამიტომაც უამრავი ტურისტია ამერიკიდან და ევროპიდან.ყველაზე გასართობი ქუჩა პაბ სტრიტია სიამ რიპში.თითქმის ყველა ჩამოსული ეწევა ჰაშიშს და ქუჩაში ცეკვავს,ვერავის ნახავთ უკმაყოფილო სახით და არც ადგილობრივი მოსახლეობაა რამეთი შეწუხებული,პირიქით ისინი ვაჭრობენ და ყველაფერს თითქმის ერთი დოლარად ჰყიდიან.

10556369_849805241718686_4185685211135534926_n

არც პოლიციელი ამბობს უარს ამდაგვარ ბიზნესზე და საკუთარი პოლიციური ჟეტონის გარდა ჰაშიშსაც მოგყიდის ჯიბიდან.

cam jetoni

ისე არ გაიგოს ვინმემ,რომ კამბოჯაში ქხმერის ქოხში ვცხოვრობდი არა,ძალიან კომფორტული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროში გახლდით და კარგი კვებაც გვქონდა.მართალია შევშინდით,რომ ვირთხის შემწვარი ხორცი არ შემოეპარებინათ,მაგრამ არა უშავს,ჯერ ერთი ვერფერს მივხვდებოდით და მეორე -მერე რა… ? კამბოჯაში ვართ და თუ გინდა შეიგრძნო მათი კულინარიული კულტურა,ყველაფერიც უნდა გასინჯო შემწვარი გველის ხორცისა და ხოჭოს ჩიფსების ჩათვლით.მათი უძველესი ქალაქი ანკგორვატი ულამაზესია თავისი ბუდისტური ტაძრებით და იქ შესვლის ბილეთი ჩვეულებრივი საშვია სურათიანი,თუ რატომ სურათიანი ამას ახსნა არა აქვს,უბრალოდ ასე ესმით და ასე სურთ !

cam4

ტაილანდი და კერძოდ მისი დედაქალაქი ბანგკოკი ყველამ იცის და ქართველი ტურისტიც ნამყოფია.ის გამოირჩევა, როგორც სიმდიდრით ასევე სიღარიბითაც და სწორედ ქხმერული გენი განაპირობებს ტაელების ღარიბ მხარეს,მაგრამ მდიდარი მხარე ბანგკოკისა მართლაც,რომ ზღაპრულია.ყველას ვურჩევ,რომ იმოგზაუროს ამ ქვეყნებში და თავათ დარწმუნდნენ მათ მომაჯადოებელ მომხიბლველობაში

10414622_10203072794365467_6701716677785284118_n

.ის ეგზოტიკა,რომელიც ბანგკოკის სიღარიბეს ასახავს,თავისებურად ფილოსოფიურია და ამიტომ ვურჩევ ყველა მოგზაურს,რომ ჯერ კარგად გაეცნოს ამ ქვეყნების ისტორიებს და შემდგომ გაანალიზოს ნანახი.დარწმუნებული ვარ,რომ მოხიბლული და შოკირებული დარჩება იმ სილამაზით,რაც მას,ჯერ კიდევ წინ ელის.

პირველი ქართული ჯგუფი კამბოჯაში.10371391_848505651847219_1081645032977379293_n

 

10414617_10203072807245789_3231318882870458505_n

 

 

10519503_10203072810605873_6181069908628593279_n

სააგენტო “ფოსტალიონი” დიდ მადლობას უხდის გია შარაშენიძეს.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: