პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა საზოგადოება

"მე რომ მომხსნეს, უნდა მეძახა, მე ევროატლანტიკური შუქურა ვარ და კაზანტიპით ვანათებ"

Nusagi

[google-translator]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელძღვანელი, გიორგი სიგუა თავის ფეისბუქგვერდზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

გიორგი სიგუა:
“ივანიშვილმა პოლიტსაბჭოზე სიტყვა მოითხოვაო, სწუხს გია ცაგარეიშვილი …
ძალიან კრძალვით მინდა ვკითხო ბატონ ცაგარეიშვილს და მის თანაგუნდელებს, რომლებიც როგორც აღმოჩნდა საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ. მაგ ვიცესპიკერობას, კომიტეტების თავმჯდომარეობებს, მინისტრობებს და სხვა პოსტებს, დღეს რომ დემონსტრაციულად ტოვებთ ან დემონსტრაციულად აცხადებთ, არ დავტოვებთო, სიზმარში მაინც თუ ნახავდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი , ა?
ევრუპულ კურსს საფრთხე დაემუქრაო. თქვენ ბიძია ევროპული კურსი და ირაკლი ალასანიას მინისტრის პორტფელი ერთი და იგივე გგონიათ თუ როგორაა საქმე.
აი, მე რომ მომხსნეს, გამოვვარდნილიყავი და მეძახა, კვირიკაშვილმა ევროპის გზას გადაუხვია, მე ევროატლანტიკური შუქურა ვარ, კაზანტიპით ვანათებ და ეგ ხელს მიშლისთქო რა გამოვიდოდა. აბსოლიტურად უმიზეზოდ მომხსნეს მაშინ და არ გამოვვარდნილვარ ლოზუნგებით , არიქა ქვეყანას ღუპავს კვირიკაშვილითქო. არც გამისაჩივრებია და ზოგადად არ დამირღვევია კორპორატიული ეთიკა. დღეს, უმუშევარი გიორგი სიგუაც იმ გუნდის მხარდამჭერი და რიგითი ჯარისკაცია , რომელსაც თავის დროზე ნდობა გამოუცხადა და რომელმაც იმის საშუალება მომცა ჩემს ქვეყანაში თავისუფლად მეცხოვრა. სულ რომ უმუშევარი ვიყო და სულ რომ შიმშილით ვკვდებოდე , ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სიტყვას როგორ ითხოვსო თვალებს როგორ ავაფახულებ. ასეა ეს და ევროპული დემოკრატია რომ გინდათ , იმასაც უნდა შეეგუოთ რომ ყოველთვის ისე ვერ იქნება ყველაფერი როგორც თქვენ გსურთ და სწორად მიგაჩნიათ. ხვალ რომ სადმე მუშაობა დავიწყო , ჩემი თანამშრომლები კორუფციის ბრალდებით დააკავონ და მე ავტეხო განგაში ევროპულ გზას ბლოკავს პროკურატურაო , ძალიან მაინტერესებს რას იტყვით . და ერთი კიდევ, კირვალიძეს რომ დაუჭირა პროკურატურამ თანამშრომლები ასევე კორუფციის ბრალდებით, მაშინ რაღაც არ მახსოვს თქვენს პარტიას ეჭვი შეპარვოდა მთავრობის ევროატლანტიკური კურსის ერთგულებაში..
იმისთვის კი არ ხართ მოსაკლავები ივანიშვილს რომ ესროლეთ , თანამდებობისთვის და ძალაუფლებისთვის რომ ყველაფერს იკადრებთ იმიტომ. ასეა ეს!

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: