ახალი დამატებული განათლება საზოგადოება

არანაირი დასჯა 5 წლამდე . – ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

Nusagi

[google-translator]

არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური დამცირება – ეს არის მთავარი პრინციპი ტიბეტური მეთოდით ბავშვის აღზრდის საქმეში. “ერთადერთი მიზეზი, როს გამოც ბავშვებს სცემენ ის არის, რომ მათ ხურდის დაბრუნება არ ძალუძთ.”

1. პირველი პერიოდი 5 წელს მოიცავს. ბავშვს უნდა მოექცე როგორც მეფეს. არაფერი არ უნდა აუკრძალო, მხოლოდ ყურადღება გადაატანინო. თუ რამე სახიფათოს აკეთებს, მიიღეთ შეშინებული სახე და შეშინებული ხმით წამოიძახეთ. ბავშვს ასეთი  ენა მშვენივრად ესმის. მას ამ პერიოდში უყალიბდება აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა, სიცოცხლის ინტერესი. მას ჯერ არ შეუძლია გრძელი ლოგიკური ჯაჭვის გადაბმა. მაგალითისთვის, ვთქვათ, ბავშვმა გატეხა ძვირფასი ლარნაკი. მან არ იცის, რომ ამ ლარნაკის საყიდლად საჭიროა შრომა, ბევრი ფული. დასჯას ის აღიქვამს, როგორც უხეში ძალის მიერ მის  დაჩაგვრას. დასჯით მიაღწევთ იმას, რომ ის აღარ გატეხავს ვაზას, მაგრამ იქნება მისი მორჩილი, ვინც უფრო ძლიერია. გინდათ ეს?

2. მეორე პერიოდი 5-დან 10 წლამდე. ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მონას. უნდა მისცე დავალება და მოთხოვო მისი შესრულება. თუ არ შეასრულებს, დასაჯეთ , ოღონდ ფიზიკურად არა. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვს უნვითარდება ინტელექტი. მას შეუძლია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი იქნება თქვენი რეაქცია მის ამა თუ იმ საქციელზე და შეეცდება, გამოიწვიოს მისდამი დადებითი დამოკიდებულება და აირიდოს თავიდან თქვენი უარყოფითი რეაქცია. ამ პერიოდში ის უნდა დატვირთოთ ცოდნით.

3. მესამე პერიოდი 10-დან 15 წლამდე. როგორ უნდა აღზარდოთ იგი ამ პერიოდში? როგორ უნდა მოექცეთ მას? როგორ და, როგორც თანასწორს. ვინაიდან თქვენ მაინც მეტი გაქვთ გამოცდილება ყველაფერში, ჰკითხეთ ხოლმე რჩევა ყველა სერიოზულ საკითხზე. სტიმული მიეცით, რომ დამოუკიდებლად იაზროვნოს. საკითხის გადაწყვეტის დროს თქვენი როლი უნდა შემოიფარგლოს რჩევებით. თუ ის რაღაცას არასწორად გადაწყვეტს, გაამახვილებინეთ ყურადღება უარყოფით შედეგებზე. ურჩიეთ, მაგრამ მოერიდეთ პირდაპირ აკრძალვას.ამ დროს მას აზროვნების დამოუკიდებლობა უყალიბდება.

4. ბოლო პერიოდი 15 წლის შემდგომი პერიოდია. ამ დროს მოექეცით მას პატივისცემით. მისი აღზრდა უკვე გვიანაა.  მიიღეთ თქვენი შრომის ნაყოფი.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ წესების უგულვებელყოფამ?

1. თუ ბავშვს დათრგუნავთ 5 წლამდე ასაკში, თქვენ დათრგუნავთ მასში ინტელექტს, აქტიური ცხოვრების ხალისს და ინტერესს. მიაჩვევთ მას ნებისმიერი უხეში ძალის მორჩილებას. თქვენ მას ყველა არამზადისთვის გემრიელ საკბილოს გახდით.

2. 5 წლის შემდეგ თუ გააგრძელებთ ბავშვის განებივრებას, მიიღებთ ინფანტილურ, შრომას მიუჩვეველ, სულიერ ძალისხმევას მოკლებულ არსებას.

3. თუ გააგრძელებთ ბავშვის მეირვეობას 10 წლის შემდეგ, ის ცხოვრებისთვის მოუმზადებელი გაიზრდება. ის მასზე უფრო დამოუკიდებელი ადამიანების ნების შემსრულებელი იქნება . ეს ნება კი შეიძლება, ყოველთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს.

4. თუ თქვენ პატივისცემის გრძნობით არ იქნებით თქვენი შვილის მიმართ განწყობილი 15 წლის შემდეგ, ის ამას არ გაპატიებთ და შეეცდება, პირველივე საშუალებისთანავე წავიდეს თქვენგან.

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: