ახალი დამატებული პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

"ეს იყო პირველი შეგნებული თუ უნებლიე შეცდომა (ალბათ, უფრო ღალატი) ალასანიას მხრიდან!!!"

Nusagi

“ცოდვა-მადლი!…. “ასეთი სათაურით აქვეყნებს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში თავის ახალ სტატუსს, რომელიც ირაკლი ალასანიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ისტორიულ დრამაში, ისტორიულ პროცესთა მდინარებაში როგორც ხორბალი ღვარძლისაგან, ისე განირჩევა კეთილისმოქმედთა და ბოროტისმოქმედთა ღვაწლი.”
არასოდეს მიფიქრია ცოდვასა და მადლს შორის დეფინიციის გავლება პოლიტიკაში. ალბათ, იმიტომ, რომ პოლიტიკა და მადლი ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. ან იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვგონია…
ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მართვის მეთოდები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები, თვით ნიკოლო მაკიაველის მსოფხედველობის ყველაზე მახინჯ ინტერპრეტაციებსაც კი გასცდა და უინსტონ ჩერჩილის ერთ გამონათქვამს შეასხა ხორცი :„ამბობენ,რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ
უძველეს პროფესიასთან.“- (უ. ჩერჩილი)
ასეა!!!!… გუშინ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი!!!!!
2011 წლის 7 ოქტომბერი. ბიძინა ივანიშვილის წერილს ელოდა მთელი საქართველო! დილის 5 საათზე გამოჩნდა პირველი მაცნე, პირველი მერცხალი, პირველი გადარჩენის იმედი… გაზეთის პირველი გვერდი…და დაიწყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!..
ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში იყო კითხვები… მხოლოდ “თავისუალი დემოკრატები” და ალასანია გახდა უაპელაციო არჩევანი ივანიშვილის მხრიდან. რთული იყო იმ პერიოდში ვინმეს ნდობა, მაგრამ ივანიშვილმა ეს ნდობა მათ გამოუცხადა!
წინასაარჩევნო პერიოდი…. საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ირაკლი ასასანიას ასახელებებ!!!!… წინ ზუგდიდის არჩევნებია!!!… ზუგდიდმა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.!!!
მრავალათასიანი მიტინგი ქალაქის ცენტრში… საოცარი შეხვედრა,… სრული მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს………… და რამოდენიმე დღეში სამარცხვინოდ წაგებული არჩევნები!!!!!!!!
მე იქ ვიყავი!!!! არავის მონაყოლს არ ვეყრდნობი!!!!
ზუგდიდში არჩევნები გაყალბდა, ზუგდიდში განხორციელდა საშინელი ზეწოლა და დაშანტაჟება მოსახლეობის!
ზუდგიდის არჩევნების შედეგების გაუქმების ყველა სამართლებრივი და ადამიანური საფუძვლები არსებობდა…. მაგრამ, ეს აღარავის აინტერესებდა!!!…
ეს იყო პირველი შეგნებული თუ უნებლიე შეცდომა (ალბათ, უფრო ღალატი) ალასანიას მხრიდან!!!
ალბათ, ამის გამო არ დაასახელეს იგი პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ არც გაწირეს! ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა!!!!!
სრული კარტბლანში, თავისუფალი საკადრო პოლიტიკა, ნდობა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. დასაქმებული პოლიტიკური გუნდი, ( თუ გადავხედავთ დღეს უკვე სოლიდარობის ნიშნად გადამდგარ ჩინოვნიკებს, ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით), კოალიციიდან მიღებული ყველა “კვოტირებული სიკეთე”. კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობა!!!!!
-” ჩვენ ივანიშვილთან სალაპარაკოდ არ მივსულვართ…”- ეს სიტყვები იყო ნათქვამი ალასანიას მხრიდან, რამაც მომანდომა ამ წერილის დაწერა.
რამმაც, კიდევ ერთხელ დამაფიქრა ცოდვა- მადლის არსებობა -არარსებიბაზე პოლიტიკაში….. და, რაც არ უნდა მძიმე იყოს სათქმელად, საბოლოოდ დავრწმუნდი უინსტონ ჩერჩილის სიმართლეში………………..”

ხათუნა ხოფერია

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: