პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

"სერიოზული შეცდომა მგონია პროდასავლური კურსის სიმბოლოდ ერთი-ორი პარტიის გამოცხადება"

Nusagi

“საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიის მშენებლობისთვის აუცილებელია, არსებობდეს ოპოზიცია, რათა ხელისუფლება კონკურენციას გრძნობდეს. ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ როლს ვერ ასრულებს და ვერც მომავალში შეასრულებს, რადგან მოსახლეობის სოლიდური ნაწილი მას არასდროს მოუსმენს.

ვინაიდან ოპოზიციური ნიშა თავისუფალი იყო და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და ამას ყველა ელოდა, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს – “თავისუფალი დემოკრატებმა” დაიწყეს პერსპექტივიანი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბება, რაც ქვეყანაში ამჯერად არ არსებობს.

ცხდია ისიც, რომ რადგან ძალაუფლებისთვის დამოუკიდებლად ბრძოლა დაიწყეს, “თავისუფალ დემოკრატებს” სჭირდებათ ქართული ოცნებიდან დისტანცირება და განსხვავებულობის დემონსტრირება.

თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა მგონია ქართული ოცნებიდან დისტანცირების საბაბად პროდასავლური კურსის გამოყენება და საქართველოს პროდასავლური კურსის სიმბოლოდ მხოლოდ რამდენიმე ლიდერისა და ერთი-ორი პარტიის გამოცხადება.

ამ სახის პროპაგანდა ქვეყანაში გააჩენს განწყობას, რომ ახალი ოპოზიცია თავს მიიჩნევს განსაკუთრებულ ელიტურ ჯგუფად, რომელიც მხოლოდ უცხოეთის გასაგონად საუბრობს და ეს ხელს შეუშლის ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.”-წერს ვასილ მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: