ახალი დამატებული პოლიტიკა

"ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს შესახებ

Nusagi

[google-translator]

დღეს, ამერიკულმა გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსმა” საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ვრცელი წერილი მიუძღვნა .”პროდასავლური პარტიის , “თავისუფალი დემოკრატების” მიერ მმართველი კოალიციიდან გამოსვლამ ქვეყანაში შესაძლებელია, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს,რაც ამ პარტიის ლიდერის, პოპულარული მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების გამო მოხდა მას შემდეგ, რაც მან  სამინისტროში არსებული კორუფციის გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.  ალასანიამ გამოძიებას ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევად მიიჩნევს”-წერს გამოცემა.  ვიქტორ დოლიძე სატელეფონო ინტერვიუში უდასტურებს “ნიუ იორკ თაიმსს ” კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გამოსვლას და ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს “ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა კოალიცია, მაგრამ ეს პრინციპის საქმეა”-ამბობს ვიქტორ დოლიძე.

“პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპისკენ სწრაფვას და ამ პროცესს “შეუქცევადს” უწოდებს. ” გამოცემა მაია ფანჯიკიძის, ალექსი პეტრაშვილის  და პარტიის სხვა წევრების დემარშის ა და  კოალიციის დატოვებით  150 კაციან პარლამენტში ქართული ოცნების  მიერ უმრავლესობის დაკარგვის შესაძლებლობაზეც წერს.

“ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გია ნოდიას თქმით , უმრავლესობა შესაძლებელია კვლავ შენარჩუნებულ იქნას ნაციონალების რიგებიდან წასული დეპუტატების მეშვეობით.”-წერს გამოცემა

“ნიუ იორკ თაიმსი” 15 ნოემბერს,” სააკაშვილის პარტიის” მიერ დაანონსებულ აქციასაც ეხება და ვიქტორ დოლიძის კომენტარით ასრულებს სტატიას “მისტერ დოლიძის თქმით “თავისუფალი დემოკრატები არ გეგმავენ, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას”-წერს გამოცემა.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: