პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

სახელისუფლებო კარის თამაშები თუ მშიშარა ალასანია?!

Nusagi

 

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრება, მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენება, შემდეგ რუსთავი-2-ის ეთერში მისი ბრალდებები, სამინისტროდან ტაშით გაცილება, მაია ფანჯიკიძის და მისი გუნდის დემონსტრაციული წასვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეებიდან, „მე ბიძინასთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ“, ღარიბაშვილის უმძიმესი ბრალდებები ექსმინისტრის მიმართ, გაფლანგული მილიონები, „ჩვენ მივდივართ, მაგრამ მალე დავბრუნდებით“, შეიძლება ალასანია დააპატიმრონ და რაც მთავარია, „ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია!“…
ჩვენ რომ ეს ყველაფერი სიმართლე გვეგონა, თურმე სიზმარი ყოფილა. რეალობა კი ის გახლავთ, რომ ამ ბაკხანალიის შემდეგ, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, შემდეგ კი განაცხადა, ყველაფერზე ვილაპარაკეთ, მაგრამ საუბრის შინაარსს ვერ გავამხელო. მოგვიანებით კი ვრცელდება ხმები, რომ ირაკლი ალასანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და რესპუბლიკელები ახალ პარტიას შექმნიან რომელსაც სახელად ალბათ ივანიშვილი-2 ერქმევა. მთავარი კი მაინც ის არის, ამ ყველაფერს სახელად რა ქვია, სახელისუფლებო კარის თამაშები, თუ მშიშარა ირაკლი ალასანია, რომელიც ან ციხის გაგონებაზე დაფრთხა, ანდაც ორი დღე ვერ გაძლო კულუარებიდან მართვის გარეშე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: