ცნობილი მსახიობი, კინოფილმის, home alone გმირი წელს უკვე მეორედ გახდა მსხვერპლი ჭორის, თითქოს ის გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გვერდიც კი გაიხსნა, რომელიც ასიათასობით ადამიანმა მოიწონა და სამძიმრის კომენტარები დატოვა, თუმცა მაკალეი კალკინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.ფეისბუქის გვერდი, რომელიც მაკალეი კალკინის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიხსნა, მკითხველს აცნობდა, რომ ხუთშაბათს, 11 საათზე მაკალეი კალკინი სახლში მარტო გარდაცვლილი იპოვეს. “მაკალეი კალკინი დაიბადა 1980 წელს ნიუ იორკში, ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება და იმედი გვაქვს, ამ გვერდს მოიწონებთ და შეიყვარებთ. “-წერს გვერდის,” RIP Macaulay Culkin” შემქმნელი. გვერდი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე გამოჩნდა კალკინის ახალი ფოტო
სადაც ის მეგობრებთან ერთად ლეპტოპში იყურება და ვიდეო, სადაც ის პიცას მიირთმევს. ვიდეო მთავრდება სიტყვებით : “გამარჯობათ, მე ვარ მაკალეი კალკინი და მე ახლახან ვჭამე პიცა”