ცოტა ხნის წინ, საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე ფოტო გამოქვეყნდა სადაც ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი და ახალი მინსტრები არიან აღბეჭდილნი.
“დღეს აშშ-ის საელჩო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 239-ე დაბადების დღეს ზეიმობს. საზეიმო მიღებას საპატიო სტუმრის რანგში მოქმედი და ყოფილი თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.
საზღვაო ქვეითებო, გილოცავთ დაბადების დღეს!” -წერია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.
მარცხნიდან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
Facebook Comments Box