[google-translator]
ცნობილმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა 8 ნოემბერს მუსკომედიის თეატრში ჩვენება გამართა. წარმოდგენილი იყო ზამთრის სამოსის ახალი კოლექცია, 30 კაბა, მხოლოდ შავ-თეთრი, გარკვეული ნაწილი ხელით ნაქსოვი. ჩვენების გვირგვინი ქრისტი ყიფშიძის გამოსვლა გახლდათ, რომელმაც უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჩვენებას ქართული ბომონდიდან ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა: „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ყველასათვის საყვარელი ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, მომღერალები ლელა წურწუმია, აჩი მეფარიძე, ნინო ჩხეიძე. ია ფარულავა და ექსპრემიერის, ამჟამად პატიმარი ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია გვერდიგვერდ იჯდნენ. გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი შავი სამოსით იყო მოსული. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, სალომე ღვინიაშვილი, თიკა სიხარულიძე, დაშა ერისთავი, რატი დურგლიშვილი, ზალიკო ბერგერი, ავთო ცქვიტინიძე, სექსსიმბოლო შორენა ბეგაშვილი საკმაოდ სექსუალურ კაბაში.. დაბოლილ და ოდნავ ჩაბნელებულ სცენაზე მოდელების მიერ წარმოდგენილი კაბები დათუნა სულიკაშვილის კონსტრუქტორის, მაია სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი. ჩვენება საკმაოდ სასიამოვნო მუსიკის ფონზე წარიმართა და ყველა კმაყოფილი დარჩა.