კრიმინალი

რას დაპირდა ზაქარია ქუცნაშვილი ადვოკატებს?!

Nusagi

[google-translator]

სააგენტო „ფოსტალიონი“ დაპირებას ასრულებს და ადვოკატის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების რეპორტაჟს გთავაზობთ.

 

 

როგორც შევიტყვეთ, ადვოკატის დღე მხოლოდ სამი წლის წინ დაარსდა. „წმინდა ილია მართალი, ანუ ილია ჭავჭავაძე გარდა იმისა რომ მომრიგებელი მოსამართლე იყო, ადვოკატადაც მოღვაწეობდა. არქივში მოვიპოვეთ მისი სააპელაციო საჩივრებიც. მოკლედ, რამდენიმე წმინდანი აღმოჩნდა ერისკაცობაში ადვოკატი, ამიტომ ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს ვკითხეთ რომელი მათგანის დაბადების დღისთვის გვეწოდებინა ადვოკატის დღე. უწმინდესმა თქვა _ წმინდა ილია მართალის დაბადების დღე იყოს ადვოკატის დღეო და ასეც გავაკეთეთ“- გვითხრეს ადვოკატებმა.
ადვოკატებმა სახელობითი დღის აღნიშვნა დილიდანვე დაიწყეს. ილია ჭავჭავაძის და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის საფლავები შეამკეს გვირგვინებით

10811526_721744821239007_1728986945_n

10751831_721744931238996_921598096_n

მერე მახათას მთაზე, ბაგრატიონების ხეივნის გვერდით გააკეთეს ადვოკატების ხეივანი და იქ ზეთისხილის 50 ხე დარგეს.
_ ზეთისხილის ხეები 10 საუკუნეს უძლებს და ისხავს ნაყოფს. ქართველი ადვოკატების ხელით დარგული ხეებით დედაეკლესია საუკუნეების მანძილზე მიიღებს მოსავალსო.

10799422_721745897905566_825193485_n

 

როგორც შევიტყეთ, წინა დღეს ადვოკატთა ასოციაციამ საპატრიარქოსთან ხელშეკრულება გააფორმა და ვალდებულება იკისრა, რომ ყოველწლიურად, 8 ნოემბერს იმ ხეებს დარგავენ, რომელზეც პატრიარქის კურთხევა იქნება. ამ დღეს ადვოკატებმა კონფერენციაც ჩაატარეს. დღის ბოლოს, შემაჯამებელი შეხვედრა და ფურშეტი კი, „თბილისი მერიოტში“ გამართეს.

10751744_721745047905651_1022982744_n

10749455_721745357905620_782233821_n

967854_721748747905281_1989027323_n

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი:
_ ადვოკატის დღეს პირადად მე ორიგინალურად შევხვდი და ამაში „წვლილი“ პროკურატურას მიუძღვის. 7 ნოემბერს, შუადღეს ბოლნისელმა ადვოკატმა მზია თომაშვილმა დამირეკა და მითხრა, ბრალს მიყენებენ და შეიძლება დამაკავონო. 4 საათზე დაიწყო მისი დაკითხვა და ღამის 11 საათზე დასრულდა. აფსურდულ ფაქტზე მოხდა მისთვის ბრალის წაყენება. მზია თომაშვილის მანქანას დაარტყა სხვა ავტომანქანამ. ადვოკატი აპირებდა პატრულის გამოძახებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე მანქანის საჭესთან თავად მანქანის პატრონი არ იჯდა და მისი საცოლე მართავდა. ავტოავარიის დროს ამ ქალბატონს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. მან დაიწყო ტირილი და სთხოვა ქალბატონ მზიას, რომ არ გამოეძახებინა პატრული. მისი მშობლებიც მივარდნენ შემთხვევის ადგილზე და ყველა შეპირდა დამტვრეული მანქანის გაკეთებას. თომაშვილმა ადამიანურად გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და პატრულში არ დარეკა, მეორე დღეს კი, მანქანის გასაკეთებლად მივიდა. მეორე მხარემ ადვოკატს სხვა ადამიანები დაახვედრა, სვანი „საქმის მომგვარებელი“ ბიჭები, რომლებმაც თომაშვილის ავტომანქანა სათანადოდ არ შეაკეთეს, რის გამოც ქალბატონმა მზიამ პასუხი მოსთხოვათ. ამის შემდეგ მოვლენები საკმაოდ უცნაურად განვითარდა – ავარიული სიტუაციის შემქნელი მანქანის მფლობელმა იმ ადამიანებს პოლიციაში უჩივლა, ფულს მძალავენო. ეს ადამიანები დაიჭირეს, მერე კი ადვოკატსაც წაუყენეს ბრალი – ამ ადამიანებს შენ ძალავდი ფულსო. თომაშვილი ითხოვდა საკუთარი მანქანის გაკეთებისთვის საფასურს და ამაში სად არის ანგარება არ ვიცი. გამოძალვა მაშინ იქნებოდა, თუ ადვოკატის მანქანა არ იქნებოდა დაზიანებული და ის ამ ადამიანებს ფულს ისე მოსთხოვდა. დიახ, ასეთი ანომალიური ფაქტი იყო. იქ ვიყავი და თომაშვილი ვერ დააკავეს, მეორე დღეს ამოცნობისთვის დაიბარეს და სანამ ქალბატონი მზია მივიდოდა, მე მივედი იქ. ადვოკატის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გვქონდა და ეს კონფერენცია მივატოვე ამ ფაქტის გამო. ადამიანი არის დაზარალებული, მეორე მხარემ რომელიც ფაქტიურად არის ავტოავარიის გამომწვევი, დაიქირავა ადამიანები, მათ როგორც ჩანს სამართალდამცავ სტრუქტურებში დამცველები გამონახეს და სამი შვილის დედას, საცოდავ ადვოკატს წაუყენეს ბრალი. ეს არის დაბალი ღობის პრონციპი და ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. 7 და 8 ნოემბერი პროკურატურამ პოლიციის განყოფილებაში გამატარებინა და ეს იყო მათი მოლოცვაც და საჩუქარიც.
_ ადვოკატებზე ზეწოლები გაიზარდა?
_ დიახ გაიზარდა. ერთ-ერთ ადვოკატს, ჯეიხან მამედოვს პროცესზე იცით რა უთხრა პროკურორმა, ადვოკატი რომ ხარ ამიტომ უნდა დაგიჭიროო. საქართველოს ისტორიაში პირველად არის ადვოკატობა დამამძიმებელი გარემოება. ერთადერთმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მომილოცა და როგორც მითხრა, აუცილებლად მოვა. დავპატიჟეთ პარლამენტში მყოფი ყოფილი ადვოკატებიც. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც გვყავს მოპატიჯებული და ვნახოთ, ვინ მოვა. დავპატიჟეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც. ამ სამსახურში მისი დანიშვნის მერე სასამართლოში დაიწყეს ადვოკატების პატივისცემა.

ადვოკატებს ეს დღე პირადად მართლაც მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა: „ფოსტალიონმა“ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბატონ დავითს ჰკითხა: ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ხშირად საუბრობდა ადვოკატებზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლებზე. რატომ არის ადვოკატი იგივე საშიშროების ქვეშ ახლაც?!

10799563_721744737905682_1597579827_n
დავით უსუფაშვილი:
_” სააკაშვილის წასვლით ყველა პრობლემა არ მოგვარებულა. მან და მისმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ბევრი პრობლემა დაგვიტოვა. კარგია ადვოკატები ამ მიმართულებით რომ აქტიურობენ. წინსვლა სრულიად აშკარაა. მაშინაც კი, როცა ბატონი ზაზა საუბრობს პრობლემებზე, ის ამბობს იმასაც, რომ არის პროგრესიც მაგრამ მეტია გასაკეთებელი. აბა ეს ყველაფერი მოგვარებული რომ იყოს, ჩვენ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი და არა ევროკავშირთან ასოცირებულნი. ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლება უკეთესი კომუნიკაციით. ადვოკატები, პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს იმისათვის, რომ გარემო იყოს მეტად სათანამშრომლო და ერთმანეთისადმი მეტი ნდობა არსებობდეს. სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და პირველივე პრობლემა იქცევა ხოლმე გადაულახავ ბარიერად. საჭიროა ამ ინსტიტუტებს შორის მეტი დიალოგი, მეტი ნდობის ჩამოყალიბება, რომ როცა მართლა არსებობს პრობლემა ის მალე მოგვარდეს. როცა პრობლემა არ არის და ხელოვნურად იქმნება დაძაბულობები, ამისგან დავიცვათ საზოგადოება.
საჭიროა მეტი კომუნიკაცია. იურისტის პროფესიის წარმომადგენლები უფრო მეტად უნდა ვიყოთ მოტივირებულნი თანამშრომლობაზე. ახლა ერთი პატარა ეპიზოდი უნდა გავიხსენო სტუდენტური ცხოვრებიდან. ლაურსაბ ანდრონიკაშვილის სახელი დღეს რამდენჯერმე ახსენეს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 1985 წელს გავხდი. ამ დროს დაიწყო საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“. აქ არის რამდენიმე ადამიანი რომელთანაც იმ წლებში ვფიქრობდი და ვკამათობდი. იურიდიულ ფაკულტეტზე მაშინ არსებობდა ლენინური, კომკავშირის სტიპენდია და კიდევ რაღაც ამდაგვარი. „პერესტროიკის“ მიერ მოტანილი სიახლე იურიდიულ ფაკულტეტზე იყო ის, რომ დაწესდა რამდენიმე სტიპენდია, მათ შორის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ ვუბრუნდებოდით ეროვნულ, ფუნდამენტურ საფუძვლებს. მქონდა პატივი ვყოფილიყავი ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის პირველი სტიპენდიანტი იურიდიულ ფაკულტეტზე.”
ამ შეხვედრაზე გავიცანი მხცოვანი ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი, რომელმაც 55 წლიდან დაიწყო ადვოკატობა და ახლაც აქტიურად მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, წინათ ადვოკატი უფრო ძლიერი ფიგურა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები ვიდრე ახლაა. სასამართლოზე ადვოკატები „ვანგრევდით“ ყველაფერს, ახლა კი მისი როლი შედარებით დასუსტებულიაო. „ადვოკატურაზე კარგი და პატივსაცემი პროფესია, ღირსეული, არ არსებობს. წლების განმავლობაში ბევრი საქმე გამიკეთებია ამ სფეროში. მიყვარს ეს პროფესია და მინდა, რომ ყველას გიყვარდეთ ადვოკატობა“ _ განაცხადა მან, როცა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენის ნომინაციაზე წარადგინეს

10752059_721306577949498_1136663230_n

. მის გარდა ამ ნომინაციაზე წარდგენილი იქნა ასევე ღვაწლმოსილი ადვოკატები: რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ზურაბ როსტიაშვილი. მათ საჩუქრად მოოქროვილი კალმები გადასცეს. შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დღეგრძელობისა და განვითარებისთვის თითო ჭიქა დალიეს და ტორტი გაჭრეს.

10807829_721748884571934_240317630_n

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „თბილისი მერიოტში“ მოგვიანებით, მეუღლესთან ერთად მივიდა:

 

10807049_721305881282901_284538150_n
_” დღეს არის საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოების ინფორმირებულობის და საზოგადიების დაცვის დისბალანსი. საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ პოლიციელები და მათი კანონიერი უფლებების აღსრულებში ხელშეშლა ისჯება კანონით. საზოგადოების ინფირმირებულობას ემსახურებით ჟურნალისტები და თქვენი პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ისჯება კანონით; საზოგადოების დაცვაში ადვოკატებიც ასრულებენ მთავარ როლს, მაგრამ მათ საქმიანობაში ხელშეშლა არ ისჯება კანონით. ამიტომ ვაპირებ ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერისთვის ამ კანონის ინიცირებას. საზოგადოების ინფორმირებულობა, დაცულობა და საზოგადოების უსაფრთხოება თანაბარ რეჟიმში უნდა იყოს დაცული. ჟურნალისტი, პოლიციელი და ადვოკატი სახელმწიფომ თანაბარ რეჟიმში უნდა დაიცვას. გპირდებით, რომ მაქსიმალურად შევეცდები ახალ წლამდე პარლამენტმა დისბალანსი, რომელიც პოლიციელისა და ჟურნალისტის სასარგებლოდ უკვე არსებობს, დაბალანსდება ადვოკატების სასარგებლოდაც.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: